აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.
„ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ ქვეყნის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.
TikTok-მა ევროკომისიას განუცხადა, რომ მან „ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება“ რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიისა გამარჯვებული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერის მიზნით - რაც რუმინეთის ხელისუფლების მთავარი ბრალდება იყო - და ამ აღმოჩენის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები.
მას შემდეგ საჯარო ანგარიშებმა აჩვენა, რომ სავარაუდო რუსული კამპანია TikTok-ზე სინამდვილეში სხვა რუმინული პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დაფინანსებული“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებაში.
1770136699
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებიც, მოიგო ქუჩის პროცესიც და მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც, ყველაფერში აღმოჩნდა მართალი და ის რაც 2022-ში რთული დასამტკიცებელი იყო, 2025-ში ეს ყველაფერი გაფორმდა
თბილისის საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი „რადიო იმედში“ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, ქუჩის პროცესი და იდეოლოგიური ბრძოლა, რაც 2026 წელს ე...
1770135806
ახალი ამბებიპარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს. ცვლილებების თა...
1770133229
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა
„დებატები არ არის პირდაპირ მიმართული ყველაზე რადიკალურ ჯგუფზე. ვიღაცებს რა თქმა უნდა ვერ დააჯერებ. ოპოზიცია არ ადგენს დღის წესრიგს. ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი, რომელი...
1770130262
ახალი ამბებიპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან...
1770129474
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის გენერალ...































