ჟორჟოლიანი: ჩვენი კონცეფცია მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით, რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას, მშვიდობა ნიშნავს მეტ სტაბილურობას, ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები გვაქვს - ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 % იყო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

„გლობალური გაურკვევლობების პირობებში, შეუძლებელია რაიმეს წინასწარ გათვლა, რადგან ბევრი რამეა ბუნდოვანი მომავლის პრიზმაში. ამიტომ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანებში ინვესტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ სამთავრობო უწყებები გამართულად მუშაობდნენ, აცნობიერებდნენ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, ჰქონდეთ შესაბამისი შედეგები და მიღწევები. სწორედ ასე ხდება ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მედეგობა და მთავრობის მიერ ამ პრინციპების დემონსტრირება. საქართველო ზომით პატარა ქვეყანაა, მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

თუ ყველა ამ გამოწვევის დაძლევა გაქვს განზრახული, ჯერ მკაფიო და ცხადი გეგმა, კონცეფცია და პოლიტიკა უნდა შეიმუშაო, რათა გესმოდეს, როგორ მოქმედებ გლობალური გაურკვევლობების პირობებში. ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება. ამდენად, საქართველო - არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობა კი ნიშნავს მეტ სტაბილურობას; ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770126307

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება, როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს, ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში...

თუ ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნება სურს, აუცილებელია ძლიერი ინსტიტუტების, ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის და ძლიერი საჯარო შესყიდვების სისტემის არსებობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინის...

ლევან ჟორჟოლიანი

1770125338

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სა...

შალვა პაპუაშვილი

1770124642

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგო...

თინათინ რუხაძე

1770124085

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6893 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1770123420

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“: შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს - ფინანსთა სამინისტროს...

შემოსავლების სამსახური