ზვიად შალამბერიძე: ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მიმართ რადიკალური განცხადებები არასდროს თქმულა. ყოველთვის ვამბობთ, ჩვენ ვმიჯნავთ ევრობიუროკრატებს ევროკავშირისგან
ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მიმართ რადიკალური განცხადებები არასდროს განხორციელებულა და არ თქმულა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს ევროკავშირისგან მიჯნავს.
„შესაბამისად, ჩვენი მხრიდან განცხადებები ყოველთვის კეთდება ურთიერთობის დაბალანსებაზე, დათბობაზე და ა.შ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან და არა მარტო ევროკავშირთან, პარტნიორ ქვეყნებთან დათბეს ურთიერთობები და ყოველთვის მზად ვართ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. თუმცა, სამწუხაროდ ამ განცხადებების პასუხად ვიღებთ ისეთ შეფარულ და დამალულ ქმედებებს, როგორსაც დღევანდელ დღეს ჰქონდა ადგილი. ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ასევე გარკვეული პერიოდის წინ. დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრები, მითითებები, დირექტივები ევროკავშირის თუ სხვადასხვა ევრობიუროკრატების მხრიდან, კიდევ იქნება მომავალში.
ვიმედოვნებ, რომ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება და ჩვენი ურთიერთობა წავა უფრო პოზიტიური ცვლილებებისკენ, რა თქმა უნდა, დათბობისკენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
1768655762
მსოფლიოირანის გადაყენებული შაჰის შვილი: მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სიტყვის კაცია
ირანის გადაყენებული შაჰის შვილმა რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ისლამური რესპუბლიკა დაეცემა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა უცხოური ჩარევის მნიშვნელობას. ფეჰლევის თქმით, მას კვლავ სჯერა...
1768653931
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ფაქტობრივად, ქალბატონ სანდუს გამოუვიდა, რომ რუმინეთს სთხოვა, მოდი, მიგვიერთეო, ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, ყველაზე კარგი მაგალითი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია, გადარჩეს, საქართველოა
შოკის მომგვრელია, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ ამბობს, მზადაა, ჩააბაროს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მოსახლეობის იდენტობა და, რა თქმა უნდა, რუმინულმა მხარემ ამას დიდი მოლ...
1768651917
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რამ შექმნა ეს უმძიმესი მდგომარეობა და რა მიმართულებით უნდოდათ, განევითარებინათ საქართველოში პროცესები
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი რუმინეთთან შეერთების საკითხზე მოლდოვას ლიდერების განცხადებებს აფასებს. „ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა პრ...
1768651791
მსოფლიოტრამპმა გაიხსენა ნაცნობი, რომელსაც გახდომის ინექციამ არ უშველა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიხსენა „ძალიან ჭკვიანი. მდიდარი და ძალზე გავლენიანი მეგობარი“, რომელმაც შაქრის დიაბეტის სამკურნალო წამლით გახდომა გადაწყვიტა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის...
1768650058
ახალი ამბებიკანადის პრემიერ-მინისტრი: ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე აშშ-სთან
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან. რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა ჩინ...






























