გიორგი ვოლსკი რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რამ შექმნა ეს უმძიმესი მდგომარეობა და რა მიმართულებით უნდოდათ, განევითარებინათ საქართველოში პროცესები
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი რუმინეთთან შეერთების საკითხზე მოლდოვას ლიდერების განცხადებებს აფასებს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა. უნდა გავიხედოთ, ამ განცხადების უკან რა ხდება. უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რამ შექმნა ეს უმძიმესი მდგომარეობა, რა მიმართულებით უნდოდათ, განევითარებინათ საქართველოში პროცესები და კიდევ რას ლამობენ, რომ განავითარონ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ასე ადვილად დამორჩილდა მოლდოვის ხელისუფლება.
ეს მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებისათვის სამაგალითო უნდა იყოს, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია სუვერენული უფლებების დაცვის არანაირი მოტივი. მთელი მისი [მოლდოვის] პოლიტიკა მიმართულია რაღაც პოპულისტურ განცხადებებზე და ქმედებებზე, რომლებიც გარედან უკარნახეს და რამაც მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე მოლდოვის ხელისუფლება, რომ რუმინეთთან შეერთების საკითხზე გააკეთეს ასეთი უაპელაციო განცხადებები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.
რამდენიმე დღის წინ კი მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.
1768646204
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ფიშერთან რადიკალების შეხვედრაზე: იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ მსხვერპლად შესწირავენ რომელიმე მომიტინგეს, უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა
მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა, - განაც...
1768646041
ახალი ამბებიგორდულაძე მოლდოვის პრემიერის განცხადებაზე: ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანას ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი, ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანასთან გაერთიანება სჭირდება
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა....
1768642490
ახალი ამბებილატვიაში გამგზავრებამდე საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პრემიერ-მინისტრი ესტუმრა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა. გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარა. 18 იანვარს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება. ოლიმპიურ...
1768642109
საინტერესო ამბებიგიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის...
1768639621
მსოფლიორუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ცეცხლის...































