გია ვოლსკი: დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს - ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს

„დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, მორიგი მცდელობაა, გერმანიის ელჩის დახმარებით, გარკვეული იდეა გაიტანონ განსახილველად.

„ეს არ არის ახალი თემა, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ როგორმე, გერმანიის ელჩის დახმარებით, გარკვეული იდეა გაიტანონ განსახილველად, ევროკავშირის დონეზე. სახელმწიფოთა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა არის, მაგრამ აღმაშფოთებელია ის, რომ დიდი ხანია, არსებობს მცდელობა, საქართველოში ბომბები ჩამოვარდნილიყო, ეს რეალურია და ამაზე მუშაობა დღესაც გრძელდება.

დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ - დაისაჯოს.

ყველა დიდ ქვაბში უნდა მოიხარშოს. საქართველოში ხალხი თუ არ გაღიზიანდება და არ იქნება ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიმართ, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ. ახლა ამ რევოლუციურ გზას ავითარებენ და ამ საკითხებზეა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომელიც აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მხარდამჭერია ამ ექსტრემისტული ჯგუფების“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის ნაწილი პიტერ ფიშერს შეხვდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნინო ლომჯარია, ოპოზიციის გაერთიანების წევრებთან ერთად გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდა ევროკავშირის ელჩიც.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772816352

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთ...

ეკა სეფაშვილი

1772813717

მსოფლიო

ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა - „პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა

25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ - ფაქტი გაშუქდა, როგორც „ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მ...

ძმები კაკულიები

1772812317

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა - მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის...

 ირაკლი ჩიქოვანი

1772811181

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ

ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებუ...

პროკურატურაა

1772809206

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან...

ირაკლი კობახიძე