გია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარგ ურთიერთობაზე საუბრობს და ამ ფონზე შტატების და ევროპის უთანხმოებას უსვამს ხაზს.

ხავიერ ლოპესის თქმით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც.

ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი ამ პროცესების შემხედველი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს.

„ხედავენ, რომ არასწორი გზით მიაქანებს კაია კალასი და მისი ტიპის პოლიტიკოსები ამ გაერთიანებას, რომელიც იყო ორიენტირებული თანამშრომლობაზე, კეთილდღეობაზე, კანონი უზენაესობაზე, ტრადიციებზე და, რასაკვირველია, ჩვენი მისწრაფება სწორედ ამ ნიშნებით იყო განპირობებული. კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი ამ პროცესების შემხედველი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ კაია კალასი დამსახურებაა, რომელსაც ერთადერთ გზად ამ ვითარებაში ალკოჰოლის მიღება ესახება. ყველა კომისარი ან საუბრობს ომის პარტიის მხარდასაჭერად და ომის დაფინანსების მხარდასაჭერად და ამ ძალაგამოცლილ ევროპას ექაჩებიან იმ მიმართულებით, რომელიც მის ნგრევას გამოიწვევს. ამასთან დაკავშირებით განცხადებები კაია კალასის წინააღმდეგ ადეკვატურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770710264

ახალი ამბები

პრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1770709071

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან

ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...

ლევან მაჭავარიანი

1770708471

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით

ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...

ირაკლი კობახიძე

1770708187

ახალი ამბები

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...

სტატისტიკა

1770707991

ახალი ამბები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...

შრომის საერთაშორისო ორგანიზაც