გია ვოლსკი: საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით - ჟენევაში
„ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია, რადგან რამდენი შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად უშედეგოდ, ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან გასულიყო, რაც სააკაშვილმა 2009 წლის ივნისში მოახერხა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, 2009 წლამდე რუსეთი კვლავ ფორმალურად ითვლებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულად ყოველ კვარტალში ერთხელ, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ეს მისია დამთავრდა და თითქოსდა, შემოგვაძლია ევროკავშირის მისია.
„საოკუპაციო კონტროლისთვის მადლიერები ვართ, მაგრამ ის ფუნქცია, რაც მას თითქოსდა უნდა შეესრულებინა, როგორც სააკაშვილი გვეუბნებოდა, არ არსებობს. ერთადერთი, რაც კარგია, დარღვევებზე რეაგირების სტრუქტურაა, რომელიც აფხაზეთის მიმართებით აღარ მუშაობს. ჟენევაში რაც ხდება, ყველანაირ მოთხოვნასთან შეუსაბამოა.
ვფიქრობ, გიორგი ზურაბაშვილი თავისი გამოცდილებით ჟენევის ფორმატში მოწოდების დონეზე იქნება. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით რუსეთს მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჰქონდეს. შეხვედრები იწყება და 15 წუთში მთავრდება, რადგან თავიდანვე ერთმანეთის ინტერესებისადმი შეუსაბამო საკითხი ისმება. ამ შემთხვევაში რუსეთმა სრული უპირატესობა მოიპოვა და ეს თავიდანვე იყო ჩადებული იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააკაშვილმა მიიღო.
რა იქნება სამომავლოდ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება. საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით, ჟენევაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1792584911
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მერამდენედ აანონსებენ „სოლიდურ აქციებს“, მერამდენედ ცდილობენ, მოაგროვონ მხარდამჭერები, რომლებიც არ ჰყავთ?
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია იმ მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს, რომელიც, სინამდვილეში, არ ჰყავს. „მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი...
1792582659
ახალი ამბები„მეგონა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა“ - ხვიჩა კვარაცხელია ემოციურ მიმართვას ავრცელებს
საფეხბურთო სამყაროსთვის მძიმე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგები...
1792581646
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი დაესწრონ საკონსტიტუციოს სხდომას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, არანაირი საჭიროება არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას მოწმის სახით დაესწრო...
1792580523
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ჯერ წაიკითხოს სარჩელი, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
„ყველამ კეთილი უნდა ინებოს, წაიკითხოს სარჩელი და თუ სარჩელში რამე ხელოვნურს ხედავს, ამაზე გააკეთოს კომენტარი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - წაიკითხონ შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვე...
1792580444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე, სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით, გრძელდება აქტიური მუშაობა
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულ...






























