ფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია მოკავშირეების კაპიტულაციას ნიშნავს

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს.

ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია და ევროპელი მოკავშირეები კვლავ მზად არიან რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ მომენტში.

„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ არა იმისთვის, რომ ომი გავახანგრძლივოთ, მაგრამ კაპიტულაცია ან უკრაინის უპირობო კაპიტულაცია გამორიცხულია. ეს ხომ ყველა ჩვენგანის კაპიტულაციას ნიშნავს“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმები გერმანიისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

მერცმა მოსკოვი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დამყარებულ პოლიტიკურ წესრიგზე ფუნდამენტურ დარტყმაში დაადანაშაულა.

„მოცემულ მომენტში ჩემს დიდ შეშფოთებას იწვევს არა ჩვენი ეკონომიკა ან აშშ-ის, ანდა ჩინეთის, არამედ რუსეთის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე“, - დასძინა მან.

კანცლერის განცხადებით, საქმე ეხება დივერსიებს, კავშირგაბმულობის სისტემებზე ჰიბრიდულ თავდასხმებს და გერმანიის დესტაბილიზაციის მცდელობებს.

მერცის თქმით, ასეთი თავდასხმები ყოველდღე ხდება, ხოლო მათ მნიშვნელობას ქვეყანაში დღემდე სათანადოდ არ აფასებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792587354

ახალი ამბები

გია ვოლსკი: საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით - ჟენევაში

„ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია, რადგან რამდენი შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად უშედეგოდ, ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან...

გია ვოლსკი

1792587082

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1792584911

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მერამდენედ აანონსებენ „სოლიდურ აქციებს“, მერამდენედ ცდილობენ, მოაგროვონ მხარდამჭერები, რომლებიც არ ჰყავთ?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია იმ მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს, რომელიც, სინამდვილეში, არ ჰყავს. „მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი...

დავით მათიკაშვილი

1792582659

ახალი ამბები

„მეგონა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა“ - ხვიჩა კვარაცხელია ემოციურ მიმართვას ავრცელებს

საფეხბურთო სამყაროსთვის მძიმე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგები...

ხვიჩა კვარაცხელია

1792581646

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი დაესწრონ საკონსტიტუციოს სხდომას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, არანაირი საჭიროება არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას მოწმის სახით დაესწრო...

გიორგი კახიანი