ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - KIU-ს პირველი მაგისტრი კურსდამთავრებულები ჰყავს, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზარდ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო, კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებაში.

საზეიმო ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა და KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის სკოლის დეკანებთან ერთად.

საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება KIU-ში მესამედ ჩატარდა. წელს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის სკოლები 270-მდე სტუდენტმა დაასრულა. სამივე საბაკალავრო პროგრამა KIU-ს სტრატეგიულ პარტნიორთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს ორ სამაგისტრო პროგრამას - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) და „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. ორივე პროგრამა რეგიონში უნიკალურია და საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზეა შექმნილი. კერძოდ, FIM სამაგისტრო პროგრამა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) შესაბამისი პროგრამის ანალოგიაა, ხოლო „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ KIU-ს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქპატენტს შორის გაფორმებული, საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური და პროფესიული წარმატებით. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას აგრძელებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, დიდი ნაწილი დასაქმებულია საერთაშორისო კომპანიებში. KIU ხელს უწყობს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში, თანამშრომლობენ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებთან, ეცნობიან ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს. KIU-ში არსებული აკადემიური და ინოვაციური სივრცეები ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

KIU განაგრძობს ევროპული ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკადემიური გარემოს გაძლიერებას. უნივერსიტეტი ქმნის ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიებს, ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლების და კვლევებისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებას უსურვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში! 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792587354

ახალი ამბები

გია ვოლსკი: საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით - ჟენევაში

„ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია, რადგან რამდენი შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად უშედეგოდ, ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაეროს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან...

გია ვოლსკი

1792587082

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1792584911

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მერამდენედ აანონსებენ „სოლიდურ აქციებს“, მერამდენედ ცდილობენ, მოაგროვონ მხარდამჭერები, რომლებიც არ ჰყავთ?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია იმ მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს, რომელიც, სინამდვილეში, არ ჰყავს. „მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი...

დავით მათიკაშვილი

1792582659

ახალი ამბები

„მეგონა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა“ - ხვიჩა კვარაცხელია ემოციურ მიმართვას ავრცელებს

საფეხბურთო სამყაროსთვის მძიმე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგები...

ხვიჩა კვარაცხელია

1792581646

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი დაესწრონ საკონსტიტუციოს სხდომას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, არანაირი საჭიროება არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას მოწმის სახით დაესწრო...

გიორგი კახიანი