დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მერამდენედ აანონსებენ „სოლიდურ აქციებს“, მერამდენედ ცდილობენ, მოაგროვონ მხარდამჭერები, რომლებიც არ ჰყავთ?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია იმ მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს, რომელიც, სინამდვილეში, არ ჰყავს.

„მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი ნაცარში რადიკალებს, მეხუთე კოლონას? მერამდენედ აანონსებენ ამ „სოლიდურ აქციებს“, ფიქრობენ, ცდილობენ, მოაგროვონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომლებიც მათ არ ჰყავთ? არ ჰყავთ არანაირი მხარდამჭერები.

ეს საკითხი, პრინციპში, დაადასტურა კიდეც IRI-ს იმ კვლევამ, რომელიც გამჟღავნდა ცოტა ხნის წინ და გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, სადაც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას საერთოდ პულსიც არ ესინჯება პოლიტიკური და თუკი შევადარებთ თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ მიერ აღებული ხმების რაოდენობას, აქაც აქვთ ძალიან დიდი რეგრესი - ნული ან ნულთან ძალიან ახლოს მხარდაჭერა.

სწორედ ამის გამოხატულება და ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე ადამიანი დადის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დღეს ბათუმში, რაც კიდევ ერთი უტყუარი დასტურია ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სიზუსტისა“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792580444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე, სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით, გრძელდება აქტიური მუშაობა

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულ...

ირაკლი კობახიძე

1792580150

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას არ აბრალებს – მათ სურთ, თავისი მძიმე ქმედებები სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი წარსული დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვას სახელმწიფო ინტერეს...

გიორგი კახიანი

1792579542

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კ...

ირაკლი კობახიძე

1792579510

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი

აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა, არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვ...

ირაკლი კობახიძე

1792579451

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ეს წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს

„ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე