მამუკა მდინარაძე: თავდახრილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე, ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში

[„მეგობარი აქტი“] ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს, საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუძლია ამაყად და თამამად ისაუბროს და ურთიერთობების გარკვევა მოითხოვოს. მდინარაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანა უსამართლო დამოკიდებულებას იღებს, თუნდაც, დუმილის სახით, ამაზე ხელისუფლება თამამად საუბრობს, ჯერ კულისებში და შემდეგ - საჯაროდ.
„ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულებაა აქედან, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან, დღეს რომ შეგვიძლია ასე ვილაპარაკოთ, ძალიან თამამად და ამაყად ვეუბნებით ნებისმიერ ქვეყანას, მის ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიეთ ურთიერთობებში - გადატვირთეთ ეს ურთიერთობები. ჩვენ, თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როდესაც მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ, დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით, დღეს შეგვიძლია, რომ თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე, ჯერ კულისებში, შემდეგ -საჯაროდ.
მათ შორის, კულისებში ნალაპარაკევზე ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, განსაკუთრებით, წინა ადმინისტრაციის პერიოდში და არავინ იფიქროს, რომ ამ ადმინისტრაციის პერიოდში რამე ისეთი იყო, რისი გამხელაც არ შეიძლება. მაგრამ, წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში, რომ ჩვენ ყველაფერი ვილაპარაკოთ, ალბათ, წითელ ხაზებს გადავცდებით, რაც უკიდურესად დამაზიანებელია და ამას არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვთქვით.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1747150446
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ის დუმილი, რომელიც ამერიკის აშშ-ის მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ
„ბრძოლაში ეს ვითომ „მეგობარი“, სინამდვილეში მტრული აქტი, არ მივიჩნიეთ იმ წონის მოვლენად, თუ მტკიცებულებად, თუ დოკუმენტად, რომ ამაზე აი ასეთ სერიოზულ საუბარში, დისკუსიაში ჯერ არასაჯაროდ, რაც მიმდინარე...
1747144786
ახალი ამბებისაქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს
საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მ...
1747142729
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს
„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავ...
1747141653
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7456 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747141228
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე
ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრე...