საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს

საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება.

საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.

„მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, საქართველო სიხარულით მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გამორჩეული შოუს ჩატარება და გვჯერა, რომ ეს იქნება განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს როგორც ახალგაზრდა მონაწილეებს, ისე მაყურებლებს მთელ მსოფლიოში“,  - აღნიშნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორმა მარტინ გრინმა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისში ისევ ვუმასპინძლოთ საბავშვო ევროვიზიას. ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და მიზნად ვისახავთ, შოუ იყოს უფრო მასშტაბური, ვიდრე ოდესმე. მოუთმენლად ველით, მსოფლიოში ცნობილი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა არტისტებს და გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან და გავუზიაროთ ჩვენი მდიდარი კულტურა, მემკვიდრეობა“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროვიზიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნათია მშვენიერაძემ განაცხადა: „2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი დაუვიწყარი გამოცდილება იყო. წელს ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო სანახაობრივი შოუს გამართვა, რომელსაც მომავალი წლების განმავლობაშიც კვლავ ექნება გამოხმაურება“.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის გამართვის ადგილის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში გამართულ ქართული კულტურის დღეზე გაკეთდა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი შვეიცარიაში, შოთა გეწაძე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე და მედია დირექტორი ჟან ფილიპ დე ტენდერი.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას იღებენ 9-დან 14 წლამდე შემსრულებლები მთელი ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ. თითოეული მათგანი წარადგენს ორიგინალურ სიმღერას ახალგაზრდობის, მუსიკის და მრავალფეროვნების აღსანიშნავად. კონკურსის ჩატარების ადგილის, სლოგანის და მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე გამარჯვება საქართველომ 2024 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, როცა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის უფლება უკვე მეორედ მოიპოვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747141653

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7456 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1747141228

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე

ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრე...

მამუკა მდინარაძე

1747140908

ახალი ამბები

შსს-ს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევ...

შსს

1747140346

ახალი ამბები

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში წვიმიანი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს...

წვიმიანი ამინდი

1747138259

საზოგადოება

ანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში

ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმ...

ანა წითლიძე