მამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს

„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს.
„როდესაც მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დასახული მიზანი და ძალიან აქტუალურია ეს საკითხი ჩვენთვის ყველასთვის, რომ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში არის მიღწევადი. მე პირადად, ჩვენ, ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს და ამას შემთხვევით არ ვსაუბრობ.
ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის, კამერებს მიღმა და ეს არის ის მიზანი, რომელიც თავის მხრივ ბევრი მიმართულებით გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ასევე დამოუკიდებლობის მიმართულებითაც, რაც უფრო მეტად აღმოვფხვრით კორუფციას, ნებისმიერ რგოლში, რაც უფრო მეტად შევებრძოლებით და თავს გადავდებთ ამისათვის, კი ბატონო გვაქვს გარკვეული წარმატებები და სერიოზული წარმატებები ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში ვიყოთ პირველ სამეულში კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით და ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ ამისთვის შეგვიძლია თავი გადავდოთ ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე, რაც ასევე ამ ინდექსთან ერთად და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ჩვენ სითამამეს ნებისმიერთან ურთიერთობაში კიდევ უფრო გააძლიერებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1747151213
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას
„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილ...
1747150446
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ის დუმილი, რომელიც ამერიკის აშშ-ის მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ
„ბრძოლაში ეს ვითომ „მეგობარი“, სინამდვილეში მტრული აქტი, არ მივიჩნიეთ იმ წონის მოვლენად, თუ მტკიცებულებად, თუ დოკუმენტად, რომ ამაზე აი ასეთ სერიოზულ საუბარში, დისკუსიაში ჯერ არასაჯაროდ, რაც მიმდინარე...
1747144786
ახალი ამბებისაქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს
საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მ...
1747143778
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თავდახრილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე, ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში
[„მეგობარი აქტი“] ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1747141653
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7456 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...