გიორგი გაბუნია: 14 წელი არის ის უნიკალური და უპრეცედენტო პერიოდი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ტყვია არ გავარდნილა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისკენ

„ისინი პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, არამედ ისინი არიან ძალა, რომელთაც აქვთ ერთი მიზანი - ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის ხუთი პარტია, რომლის აკრძალვასაც მმართველი გუნდი ითხოვს, საქართველოს სახელმწიფოს არ აღიარებს.

„ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ არიან ხაზზე მათ გარე დამფინანსებლებთან და იღებენ დავალებებს. პოლიტიკური პარტია როდესაც ხარ, ხარ ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხარ ჩართული პოლიტიკაში, ხვდები მოსახლეობას, აწარმოებ წინასაარჩევნო კამპანიას. აქედან რომელ კომპონენტში იყვნენ ეს პარტიები წარმოდგენილი? - არცერთში. ისინი სახელმწიფოს არ აღიარებენ და ისე უყურებენ, როგორც ბუფერს, როგორც უკრაინა იყო ბუფერი. სხვათა შორის, უკრაინაზე ერთი საინტერესო ფაქტია, რომელზეც მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო; 2012 წელს როდესაც ქართულმა ოცნებამ და პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მისმა განუზომელმა ავტორიტეტმა და იმ დიდმა სიყვარულმა, რომელიც არსებობდა მის მიმართ საზოგადოების მხრიდან, წელში გადატეხა სააკაშვილის რეჟიმი, სულ რაღაც ორ წელში სააკაშვილი და მისი ამალა, როგორც სპეცრაზმი, ისე გადასხეს უკრაინაში და დაასაქმეს სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. კარგად ვიცით, როდის დაიწყო უკრაინაში ის საშინელი პროცესები, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რაში სჭირდებოდა უკრაინას ეს ადამიანები, ეს აგენტურა? 40-მილიონიან უკრაინას საკადრო პრობლემები ჰქონდა? ეს იყო დავალება, ესენი გარე ძალების შემსრულებლები არიან. უნდათ საქართველოში ამუშავებენ, უნდათ უკრაინაში და უნდათ სხვაგან გადაისვრიან“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - ამ გარე ძალებს რა რეაქცია ექნებათ, თუკი სასამართლო ამ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს - გაბუნიამ ასე უპასუხა:

„ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები არის უპირველესი ამოსავალი წერტილი. ძალიან ბევრ პოლიტიკურ წნეხს გავუძელით, როდესაც ყველა ის ნაბიჯი გადავდგით, რომელიც სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების დაცვას ითვალისწინებდა. მაქსიმალურად შევბოჭეთ გარე გავლენები საქართველოში და ბუნებრივია მზად ვართ როგორც მეგობრობისთვის, ასევე თავდაცვისთვის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება. ეს არის მართლაც უპრეცედენტო გარემო, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო 14 წლის განმავლობაში არსებობს. ეს 14 წელი არის ის უნიკალური და უპრეცედენტო პერიოდი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ტყვია არ გავარდნილა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჩვენი პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისკენ, თუ ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეს არ გავივლით, მუდმივად დავრჩებით იმ ქაოსში და ქარცეცხლში, რასაც ისინი გარედან გვთავაზობენ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება არსებობს, სადაც სახელმწიფოებს არათუ უფლებამოსილება, არამედ ავალდებულებს კიდეც რომ უზრუნველყონ ისეთი პარტიების საქმიანობის აკრძალვა, რომელიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793214784

ახალი ამბები

პაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა​ მოჰყოლოდა

„ღამის კურიერის“ ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, გარკვეულწილა...

პაატა სალია

1793214224

ახალი ამბები

პაატა სალია: სადამსჯელო სისტემის შემქმნელი ადამიანები და მათი მიმდევრები ცდილობენ, დაგვადანაშაულონ, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას

„დესტაბილიზაციის მცდელობების უკან დგანან ის ადამიანები, რომელთა შექმნილია იყო სადამსჯელო სისტემა“, - განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. პაატა სალიას თქმით, ევ...

პაატა სალია

1793212835

ახალი ამბები

პაატა სალია: იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა

ბოლო კვირებში პენიტენციურ სისტემაში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ პატიმართა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხი დააყენა. რამდენად ეფექტიანია კონტროლი ციხეებში და ვინ აგებს პასუხს პატიმრების უფლ...

პაატა სალია

1793210283

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა

„დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა“...

არჩილ გორდულაძე:

1793208773

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რ...

არჩილ გორდულაძე