პაატა სალია: იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა
ბოლო კვირებში პენიტენციურ სისტემაში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ პატიმართა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხი დააყენა.
რამდენად ეფექტიანია კონტროლი ციხეებში და ვინ აგებს პასუხს პატიმრების უფლებების დარღვევაზე - კითხვებს „ღამის კურიერის“ სტუმარმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უპასუხა.
მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბრალდებები ძალიან გახშირდა, თუმცა, მისივე თქმით, იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა.
„დავიწყებ იმით, თუ რა ხდება ზოგადად პენიტენციურ სისტემაში.
პენიტენციური სისტემა სახელმწიფო მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და მგრძნობიარე სფეროა, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთში იკვეთება უსაფრთხოების საკითხები, კანონის აღსრულება, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
აქ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სისტემაში მართლაც ათასობით ადამიანი მუშაობს, რომლებსაც ხშირად რთულ პირობებში უწევს მუშაობა და ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვასხვაოთ გახმოვანებული ბრალდებები და რეალურად დადასტურებული დარღვევები, თუ ასეთი არსებობს.
ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი ბრალდებები, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდიდან, რაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, ფაქტობრივად არ განელებულა ეს კამპანია, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია.
განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა დავითაძის საქმის განხილვისას, როდესაც იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები და ასე შემდეგ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
1793208653
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ამ კონტექსტში გამოყენებული იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის, დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია
„დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კო...
1793208558
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე
„გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე“, - ამის შესახებ პარლა...
1793208506
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება - კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია
„ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩ...
1793205219
მსოფლიოესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა
„ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა“, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმავე სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე წელს მომხდარ...
1793204541
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი მატარებლების შეჯახების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამო...






























