გიორგი გაბუნია: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას
„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ წამყვანის კითხვას,- მალე იქნება ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, საუბარია იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით, წინ წაიწევს უკრაინა და მოლდოვა, სად იქნება საქართველო?
გაბუნიას თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ მოახერხეს და აკრძალეს პარტიები, ერთმა - 22 პარტია აკრძალა, მეორემ - 8 პარტია.
„ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ მოვისმინეთ წინსწრებით, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გვიხილავს, წინსწრებით მოვისმინეთ ტენდენციური, უკიდურესად არაკეთილსინდისიერი განცხადება ევროკავშირის სპიკერის მხრიდან, რომ თურმე ეს პროცესი მიუღებელია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტია აიკრძალა ევროკავშირში. თუ ევროკავშირში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების თანამდევი პროცესი, მაშინ რატომ არის ეს პროცესი ევრობიუროკრატებისთვის მიუღებელი. ესეც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს არაჯანსაღ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას და არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას“, - აღნიშნა მან.
1793214784
ახალი ამბებიპაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა მოჰყოლოდა
„ღამის კურიერის“ ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, გარკვეულწილა...
1793214224
ახალი ამბებიპაატა სალია: სადამსჯელო სისტემის შემქმნელი ადამიანები და მათი მიმდევრები ცდილობენ, დაგვადანაშაულონ, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას
„დესტაბილიზაციის მცდელობების უკან დგანან ის ადამიანები, რომელთა შექმნილია იყო სადამსჯელო სისტემა“, - განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. პაატა სალიას თქმით, ევ...
1793212835
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა
ბოლო კვირებში პენიტენციურ სისტემაში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ პატიმართა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხი დააყენა. რამდენად ეფექტიანია კონტროლი ციხეებში და ვინ აგებს პასუხს პატიმრების უფლ...
1793210283
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა
„დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა“...
1793208773
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რ...






























