გიორგი გაბუნია ევროკავშირის ლგბტქ+ ახალ სტრატეგიაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება მედიასთან გიორგი გაბუნიამ შეაფასა. როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა აღნიშნა, სწორად ფასდება ის საფრთხე, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს.
„მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიზნად ისახავს, რომ ასეთი მავნებლური იდეისგან მოხდეს საქართველოსა და ქართული საზოგადოების დაცვა. სწორად ვაფასებთ იმ უდიდეს საფრთხეს, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.
1760194917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ, მივიღეთ პრევენციული ზომები და მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი
ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებულ ვერაგულ გეგმას უწოდებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. საზოგადოებრივ მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ...
1760192737
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი
თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორ...
1760187741
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი
„საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის 500 უცხოელი აგენტი, რ...
1760185911
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად, ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ჩვენი პასუხისმგებლობაა
„დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მორალური პასუხისმგებლ...
1760185221
ახალი ამბებიპრემიერი - ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ
„ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვ...