არჩილ გორდულაძე: ყველამ კარგად იცოდეს, რომ დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნება ყველა ის პირი, რომელთა შესაბამისი ბრალი მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით იქნება დადასტურებული

სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისგან და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც [ძალადობრივი აქციის] არ დაგმობაში გამოიხატება, რაც არაპირდაპირი მხარდაჭერაა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მან 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის გამო, ბოლო დღეებში სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეს კარგად დაგეგმილი დამხობის მცდელობა იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს, თუ სწორად მახსოვს, ფავლენიშვილს წამოსცდა კიდეც, რომ დიახ, ჩვენ ვიცით, როგორ კეთდება რევოლუციები. ეს გაიდლაინებშიც გვიწერია, ყველას აქვს ინტერნეტი და შეუძლია, მოიძიოსო.
თვითონვე წამოსცდათ, რომ დიახ, იმ გაიდლაინებს მიჰყვებიან, რომლის მიხედვითაც არაერთ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა, მაგალითად სულ ბოლო ხანს ნეპალში და იქ დატრიალებულ მოვლენებსა და უბედურებას როგორ რომანტიზებულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, კარგად ვნახეთ“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, დასვლეთში, სადაც კი საღი აზრი კიდევ არის დარჩენილი, ეს ყველაფერი უნდა იყოს დაგმობილი.
„თუმცა, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისგან და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც არ დაგმობაში გამოიხატება, რაც არაპირდაპირი მხარდაჭერაა.
ყველამ კარგად იცოდეს, რომ დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნება ყველა ის პირი, რომელთა შესაბამისი ბრალი მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით იქნება დადასტურებული“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1760200992
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუ...
1760196838
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს: ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი „ზეობის ხანაში“ მოხვედრილიყავი „კაპეზეზე“, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა „რეჟიმი“
„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის იზოლატორში ყოფნისას, არ ეგონა, თუ საგამოძიებო სისტემაში იმყოფებოდა, ვინაიდან, „მშვენივარ...
1760194917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ, მივიღეთ პრევენციული ზომები და მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი
ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებულ ვერაგულ გეგმას უწოდებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. საზოგადოებრივ მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ...
1760192737
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი
თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორ...
1760189688
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია ევროკავშირის ლგბტქ+ ახალ სტრატეგიაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება მედიასთან გიორგი გაბუნიამ შეაფასა. როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა აღნიშნა, სწორად ფასდება ის საფრთხე,...