გივი მიქანაძე უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრმა კონგრატბაი შარიპოვმა უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

გივი მიქანაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკასა და განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მინისტრმა კონგრატბაი შარიპოვს საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული სიახლეები გააცნო. საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის განხორციელებაზეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისია მუშაობს.

აღინიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების, მათ შორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების, ქართულ-უზბეკური ახალგაზრდული ბანაკებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მზაობა გამოთქვეს. გივი მიქანაძემ კონგრატბაი შარიპოვი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო, სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი კვანჭახაძე, ტაშკენტის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტისა და ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორები.

გივი მიქანაძე უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760200992

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუ...

ტრამპიტრამპი

1760199340

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყველამ კარგად იცოდეს, რომ დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნება ყველა ის პირი, რომელთა შესაბამისი ბრალი მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით იქნება დადასტურებული

სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისგან და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც [ძალადობრივი აქციის]...

არჩილ გორდულაძე

1760196838

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს: ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი „ზეობის ხანაში“ მოხვედრილიყავი „კაპეზეზე“, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა „რეჟიმი“

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის იზოლატორში ყოფნისას, არ ეგონა, თუ საგამოძიებო სისტემაში იმყოფებოდა, ვინაიდან, „მშვენივარ...

ზურაბ ქადაგიძე

1760194917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ, მივიღეთ პრევენციული ზომები და მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი

ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებულ ვერაგულ გეგმას უწოდებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. საზოგადოებრივ მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ...

ლევან მაჭავარიანი

1760192737

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი

თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორ...

არჩილ გორდულაძე