გიორგი გაბუნია რადიკალებზე: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფო ამისთვის მზადაა

„ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ რადიკალებზე საუბრისას, თუკი მათი მხრიდან იქნება რაიმე კანონდარღვევითი ქმედებები.
„ერთი რამ უნდა ითქვას, მათ ჰყავთ დახელფასებული პარტაქტივი და ეს რესურსი გააჩნიათ. მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამიტომ, განსაკუთრებული რაიმე რომ მოხდეს არჩევნების შემდეგ, ჩვენ არ ველოდებით. რა თქმა უნდა, იქნება ამ პარტაქტივის აქტიურობა და ეს იქნება სრულიად კონტროლირებადი.
საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია აზრის გამოხატვის, შეკრების თავისუფლება, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - აღნიშნა გაბუნიამ.
1757177925
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ
„ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარედან მიღებული მითითებით ცდილობს, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, წაბილწოს სხვადასხვა ქმედებით“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიასთან...
1757175511
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, შ...
1757174271
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი, ობიექტური დასკვნა
„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, არ იყოს არანაირი ნიადაგი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებულ...
1757170814
ახალი ამბები„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლ...
1757169434
სპორტივილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...