ნინო წილოსანი: პრეზიდენტის შეწყალების აქტი იყო „ლელოსა“ და მათი ლიდერების კიდევ ერთი მარცხის გაფორმება, რადგან სურდათ, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისთვის ლოგიკური სასჯელი - საპატიმრო მანიპულაციისთვის გამოეყენებინათ

„ლელოს“ ლიდერები თავისუფლებაზე არიან. როგორ ჩანს, უკვე ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა, როგორია მათი მორალური თუ ლოგიკური სახე, ეს ადვილად შეუძლია მათ ამომრჩეველს ნახოს და განსაჯოს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების თემაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შეწყალების აქტი იყო „ლელოსა“ და მათი ლიდერების კიდევ ერთი მარცხის გაფორმება, რადგან სურდათ, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისთვის ლოგიკური სასჯელი საპატიმრო გამოეყენებინათ მანიპულაციისთვის და ეთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრობა. წილოსანის განმარტებით, პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების ფაქტმა ყოველგვარი მანიპულაციების გაკეთების შესაძლებლობა მოსპო.

„ერთი მხრივ, თუ როგორი კეთილსინდისიერები არიან ისინი, როდესაც ატყუებენ ამომრჩეველს, რომ თეთრზე შავით დაწერილი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება და ამის შედეგად მათთვის მისჯილი სასჯელი, რომ თითქოს, პოლიტიკური პატიმრობაა - ეს პირდაპირ მოტყუებაა მათი ამომრჩევლის. მეორე მხრივ, მათი მორალური სახეა ის, რომ სწორედ ასეთი უპასუხისმგებლო ლიდერების მხრიდან ანგაჟირებული ახალგაზრდები, თუ სხვები, ვინც იმ აქციაზე მავნებლობასა და ექსტრემისტულ აქტივობებს სჩადიოდნენ, მათი ნაწილი სწორედ სასჯელს იხდის, ხოლო ეს ლიდერები თავისუფლებაზე არიან. ამიტომ, როგორი მორალური სახეა, ესეც საინტერესოა. როგორი საქმის კეთება შეუძლიათ ამ ადამიანებს, ანაკლიის ჩაშლილი პროექტია, მათ შორის, მათი მხრიდან გადახდილი მილიონობიდ დოლარი საქართველოს სასარგებლოდ და ამავდროულად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციას სრული უმრავლესობა ჰქონდა და მართავდა მათი მერია-საკრებულოიანად. იქ არ გაკეთებული საქმეები ეს არის სწორედ მათი უნდარი, როგორ შეუძლიათ პროცესების მართვა“, - განაცხადა წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757098115

ახალი ამბები

ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლმა გზაზე მიმავალი საქონლისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დ...

დაკავება, პოლიცია

1757095415

მსოფლიო

სიარტო ტრამპის მოთხოვნაზე: უნგრეთს არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან „სხვა არჩევანი არ აქვს“. უნგრეთ-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომიტეტის სხდომის შე...

პიტერ სიარტო

1757093113

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს, წერტილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1757091206

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული,...

კახა კალაძე

1757089910

მსოფლიო

რობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ

„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რო...

რობერტ ფიცო