თეა წულუკიანი: კანონი, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას აიკრძალოს პარტია, საუბრობს რამდენიმე რამეზე - ომის პროპაგანდა, რაც ფაქტებით ათეულობით გვერდზე არის აღწერილი დასკვნაში, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ის ეთერში, რეზო ჭიჭინაძის საავტორო გადაცემაში, "ისტორია დეტალებში", პასუხობს კითხვას, შესაძლო თუ არა კომისიის დასკვნა გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი.

ამასთან, თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შესაძლოა, მათი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზეზი გახდეს.

„2008 წლის აგვისტოს ომს შენ, უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი იმიჯის განმტკიცებისთვის ცდილობ გამოიყენო და არა იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა განარიდო საფრთხეს, არა იმისთვის, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადადგა, რუსეთმა კიდევ მეტი ტერიტორია დაიკავოს, მხოლოდ ცხინვალის რეგიონში 111 დამატებით დასახლებული პუნქტი დაიკავა რუსეთმა აგვისტოს ომის შედეგად, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაა.

შინდისის ერთ-ერთი გმირის ძმის, ფრიდონ ზოიძის მიერ იქნა ჩვენს წინაშე გაცხადებული, რომ რეალურად შინდისის გმირები ჯერ ცოცხლები და შემდეგ უკვე გმირულად დაღუპულები მიატოვეს. არა მხოლოდ ისინი, ჩვენ ვიცით, რომ, რომ არა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, ჩვენ ცხედრებსაც ვერ დავიბრუნებდით. იმდენად დიდხანს იყვნენ მიტოვებული გარდაცვლილი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, რომ როგორც ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, მას გაუჭირდა საკუთარი ძმის ამოცნობა. ეს ზუსტად იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი წაგებულ ომს გამარჯვებად ასაღებდა და ზეიმობდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული.

შესაბამისი კანონი, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ აიკრძალოს რომელიმე პოლიტიკური პარტია, საუბრობს რამდენიმე რამეზე - ომის პროპაგანდა, რაც ჩვენ ვიხილეთ და ფაქტებით ათეულობით გვერდზე არის აღწერილი ამის შესახებ - 2022-2023 წლების ქრონოლოგია ჩვენს დასკვნაში, შეიძლება გახდეს საფუძველი პარტიის აკრძალვისა და ასევე ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ მისი მმართველობის პერიოდში იყო დაკავებული. ჩვენ დავადგინეთ, რომ "ვარდების რევოლუცია" სახელმწიფო გადატრიალება იყო და არა რეალური რევოლუცია.

ასევე, 2008 წელს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე დაალაგა არჩევნების შედეგები, როგორც მას აწყობდა, ესეც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. და, უკვე 2012 წლიდან დღემდე, ჩვენს დასკვნაში ფაქტებით არის მოყვანილი მრავალი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის," "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული სხვა პოლიტიკური ძალების და მათთან დაკავშირებული პირების, იქნება ეს გახარიას პარტია, "ლელო" თუ სხვა, რომლებიც ომის პროპაგანდაშიც იყვნენ ჩართული, არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და კონსტიტუციური წყობილების მორყევას ცდილობენ საქართველოში.

ეს სამი და კიდევ არის სხვა საფუძვლები, არის ის, რის გამოც შესაძლებელია სასამართლომ ჩათვალოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პირი და გაერთიანება აღარ უნდა იყოს საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ჩართული", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757098115

ახალი ამბები

ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლმა გზაზე მიმავალი საქონლისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დ...

დაკავება, პოლიცია

1757095415

მსოფლიო

სიარტო ტრამპის მოთხოვნაზე: უნგრეთს არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან „სხვა არჩევანი არ აქვს“. უნგრეთ-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომიტეტის სხდომის შე...

პიტერ სიარტო

1757093113

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს, წერტილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1757091206

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული,...

კახა კალაძე

1757089910

მსოფლიო

რობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ

„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რო...

რობერტ ფიცო