ნინო წილოსანი „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე: ის, რომ ვერანაირ ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწევენ არჩევნებში, ამას ადასტურებს ის, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან მერობის კანდიდატი 37-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ვერ დააყენეს

ის, რომ ოპოზიცია ვერანაირ ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწევს არჩევნებში, ამას ადასტურებს ის, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან მერობის კანდიდატი 37-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ვერ დააყენა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ლელოსა“ და გახარიას პარტიებზე საუბრისას.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, „ლელო“ და გახარიას პარტია ერთ მხარდამჭერსაც ვერ პოულობს რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომ მინიმუმ კანდიდატად დააყენონ.

„როდესაც გვეუბნებიან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჰყავთ საკრებულოს კანდიდატები, თითქმის ნახევარზე მეტში არ ჰყავთ დაყენებული მაჟორიტარობის კანდიდატები და ეს მიუთითებს იმას, რომ მათივე პარტიის წარმომადგენლებსაც აღარ უნდათ აფილირება ამ წაგებულ ომში „ლელოსთან“ და გახარიასთან. ერთ მხარდამჭერსაც ვერ პოულობენ რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომ მინიმუმ კანდიდატად დააყენონ.

ეს არის სურათი, რომელსაც თავად ყველაზე უკეთ იაზრებენ, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ რადიკალიზებულ, „დედა ნაც“ პარტიიდან გამომდინარე, მათ გარკვეული ამომრჩეველი დაემატებათ და 3-4%-იან ზღვარს ასცდებიან, რომელსაც აქამდე იღებდნენ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი ამომრჩეველი მნიშვნელოვნად იმედგაცრუებულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ, მათ შორის იმ თაღლითობებით, რომლითაც „ლელოს“ ლიდერები განსაკუთრებულად გამორჩეულები არიან და ასევე გიორგი გახარიას მოქმედებებით, რომელიც გერმანიის ბინადარი გახდა და საქართველოს მოსახლეობას ხმებს სთხოვს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად იმოქმედებს მათივე ამომრჩეველზე“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

„ლელოს“ და გახარიას პარტიას, 30-ამდე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები არ დაუსახელებია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757098115

ახალი ამბები

ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლმა გზაზე მიმავალი საქონლისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დ...

დაკავება, პოლიცია

1757095415

მსოფლიო

სიარტო ტრამპის მოთხოვნაზე: უნგრეთს არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან „სხვა არჩევანი არ აქვს“. უნგრეთ-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომიტეტის სხდომის შე...

პიტერ სიარტო

1757093113

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს, წერტილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1757091206

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული,...

კახა კალაძე

1757089910

მსოფლიო

რობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ

„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რო...

რობერტ ფიცო