გიორგი კახიანი: აშკარაა პოზიტიური ტენდენცია საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში - ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობა აშშ-სთან და იმედი მაქვს, მალე კონკრეტული ნაბიჯებიც გამოჩნდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში პოზიტიურ ტენდენციაზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს საქართველოში, ასევე რამდენიმე კვირის წინ შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრებს შეხვედრებს.

„აშკარაა პოზიტიური ტენდენცია, რომელიც გაუარესებული, დამძიმებული ვითარების ფონზე საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში ჩანს ბოლო პერიოდში. ამ ტენდენციის მანიშნებელია მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები. ეს ყველაფერი ძალიან დიდ იმედს გვიჩენს, რომ შევძლებთ ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ურთიერთობებში. ეს შეიძლება, იყოს არა მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა, არამედ კიდევ უფრო შორს წასვლა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვიცე სპიკერმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო თავის მხრივ მზადაა კონკრეტული ნაბიჯებისთვის.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე კონკრეტული ნაბიჯებიც გამოჩნდება არა მხოლოდ ასეთი ვიზიტები და ის, რაც ამ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციურობის მანიშნებელია, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებითაც ჩვენ დავუბრუნდებით იმ ურთიერთობას, რომელიც გვქონდა და გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობა“, - აღნიშნა კახიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774714781

ახალი ამბები

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომ...

მოძრაობა აღდგა

1774711216

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და მიმდინარე პროცესებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საქართველო ვითარდება და მიისწრაფვის მომავლისკენ, თუნდაც ახალი...

დავით ქართველიშვილი

1774708954

ახალი ამბები

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან - ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაშა ტალახაძე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ პირველ კონფერენციას აფასებს და აცხადებს, რომ აჭარაში მმართველი გუნდის ჩასვლამ, დიდი ინ...

ლაშა ტალახაძე

1774707723

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი ბაჩო ახალაიაზე: პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას, როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე

„ბაჩო ახალაია წლების განმავლობაში იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც ქართველ ხალხს სული გაუმწარა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მო...

გიორგი სოსიაშვილი

1774706454

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ.

სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, როდესაც რადიკალები იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მასიური გამოსვლები უნდა დაიწყონ და ა.შ. - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...

გიორგი კახიანი