დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და მიმდინარე პროცესებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„საქართველო ვითარდება და მიისწრაფვის მომავლისკენ, თუნდაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პრაქტიკულ ჭრილში ხორცშესხმის გზით” - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ გარკვეული გლობალური ცენტრები ვერ ეწყობიან ახალ რეალობას.

საქართველო ვითარდება და მიისწრაფვის მომავლისკენ, თუნდაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პრაქტიკულ ჭრილში ხორცშესხმის გზით. იცვლება და ვითარდება ჩვენს გარშემო მსოფლიო — ერთადერთი, ვინც არ ვითარდება, ვერ ვითარდება და თითქოს ვერც იმჩნევს, რომ მომავალი სამყაროს ჩამოყალიბების „ქანქარა“ თავისი რყევების მაქსიმუმს აღწევს — ეს არის „ურსულასტანი“, დედაქალაქით „ბრიუკალასში“. ფსიქიატრიულ დონეზე საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან — სულ რომ თავზე ჩამოენგრათ ევროსაბჭო-კავშირის უკვე აყროლებული კონფიგურაცია, მათი უკანასკნელი აღშფოთებული შეშფოთება საქართველოს ბოლო საკანონმდებლო ინიციატივებზე ექნებათ.

საქართველო დღეს, ჯერჯერობით დე ფაქტო, უკვე აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ — ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად. ნებისმიერი ინტეგრაციის ილუზია, სადაც ქვეყანა უბრალოდ იკარგება სხვის მიერ დაწერილ და მისთვის დამღუპველ უცხო წესებში, ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის წარსულს ჩაბარდა. თვითგადარჩენის გზაზე მყოფი, ევროპული კონსერვატიული ლოგიკის მატარებელი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო და ჯორჯია მელონი — ისინიც კი დიდი ხანია მიხვდნენ, რომ „ურსულასტანის“ ტყვეობის პირობებში სახელმწიფომ არა მოთხოვნის, არამედ ხისტი ვაჭრობის ალტერნატივა უნდა გამოიმუშაოს.

გასაოცარია, მაგრამ ამ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს დღეს გაცილებით ძლიერი პოზიცია აქვს, ვიდრე მას ამის შესახებ გარედან ცდილობენ დაუმტკიცონ. ის უკვე დიდი ხანია არ არის არც მომავალი ვასალობის კანდიდატი, არც პერიფერია — არამედ მსოფლიო მნიშვნელობის საკვანძო ტერიტორია, რომლის გარეშე აღმოსავლეთ-დასავლეთის ლოგისტიკა თეორიულ სქემად რჩება.

„ურსულასტანად“ გადაქცეული ევროპა ამ კონფიგურაციაში უკვე ვეღარ იქნება მიმზიდველი საინტეგრაციო „მიზანი“, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ბაზარი. მისი სახით ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და გადახდისუნარიანი მომხმარებლის მიღება — რაციონალურია. მაგრამ ამ ყველაფერში პოლიტიკური პირობების მიღება და იდეოლოგიური ფასის გადახდა, რომლებიც შიდა სუვერენიტეტს აზიანებს, უკვე არა პრაგმატიზმია, არამედ ქვეყნის სისუსტე.

სწორედ ამიტომ „ორი ილიას ეპოქის“ საქართველო უარყოფს მისთვის თავსმოხვეულ დილემას — „ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგ“. თანამედროვე საქართველო, რომელმაც თავის დღევანდელ პოზიციაში უამრავი სისხლი დაღვარა და მნიშვნელოვანი ზვარაკი შესწირა, სრულიად შეძლებს სხვაგვარად იმოქმედოს: შეინარჩუნოს ეკონომიკური ურთიერთობა ევროპასთან და არ გადაიქცეს „ურსულასტანის“ პოლიტიკური მართვის ობიექტად. პარალელურად ძლიერდება მეორე კონტურიც — ჩინეთი და რეგიონი (ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია). აქ ვითარების არანაირ რომანტიზირებას არა აქვს ადგილი — ეს არის მხოლოდ ცივი გამოთვლა, სადაც ჩინეთი არის ინსტრუმენტი: ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები, ტრანზიტის გაფართოება. მაგრამ არა ვიღაცის ან რაღაცის შემცვლელი და არც მფარველი.

იგივე ვითარება უნდა განვითარდეს ნელ-ნელა რუსეთთანაც: არანაირი იდეოლოგია, სახელმწიფო ინტერესების დათმობა, ქვეყნისთვის საზიანო კომპრომისი — მხოლოდ ცივი პრაგმატიზმი. ვაჭრობა შესაძლებელია, მოლაპარაკებები დასაშვებია, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესების მკაცრი გათვალისწინებით. ეს არ არის პრინციპებისგან „გადახვევა“ — ეს არის მანევრის გაფართოება, როცა არცერთ გარე ცენტრს აღარ აქვს შენზე გავლენის მოხდენის მონოპოლია. სწორედ აქ არის მთავარი პასუხი: საქართველოს ძალა იმაში კი არ არის, რომ კვლავ აირჩიოს რომელიმე მხარე, არამედ იმაში, რომ აიძულოს ეს მხარეები ერთმანეთს შეეჯიბრონ კონკურენტულ ბრძოლაში „ქართული გულის მოსაგებად“.

დღეს ჩვენი გეოგრაფია უკვე პრობლემა კი არა — ჩვენი ძირითადი რესურსია, რომელიც სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ყველა პოტენციურ პარტნიორზე დადებითი ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა. ხელისუფლების სტრატეგია ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად ნათელია: არ გაწყვიტოს არანაირი კავშირები — მაგრამ არც დაემორჩილოს ქვეყნისთვის საზიანო ზეწოლას; არ ეძებოს ახალი მფარველები — არამედ მაქსიმალურად გაზარდოს სხვების დამოკიდებულება ჩვენზე. ეს უკვე აღარ არის პატარა სახელმწიფოების პოლიტიკა — ეს არის ზრდასრული, სუვერენული მოთამაშის პოლიტიკა, რომელიც თავად განსაზღვრავს თავისი მონაწილეობის ფასს ნებისმიერ სისტემაში,” - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774701145

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა თქვა, დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოება...

დეკანოზი ანდრია

1774698683

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალა და შესაბამისად, დაკავებულებს მხოლოდ თავის მართლება დარჩათ

„პაატა მანჯგალაძე ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, ვი...

ლევან მაჭავარიქანი

1774696791

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი - როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში

„ახლა ცდილობენ მეუფე შიოს დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...

ლევან მაჭავარიანი

1774696093

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა, ასე იქნება ახლაც

ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა და ყოვე...

პოლიტიკოსები

1774692645

ახალი ამბები

მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები დღეს ქალაქ ბათუმიდან დაიწყო. სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რ...

მარიამ გრიგოლიშვილი