გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური წყობილების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მეორე მხრივ კი - პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

კახიანის შეფასებით, თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას.

„მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა არის ინტერესთა ბალანსის დადგენა, თუ სად გადის ამ ინტერესთა ბალანსის ხაზი. როდესაც დღეს ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური წყობილების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მეორე მხრივ კი - პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება არსებობს და ხორციელდება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. სხვანაირად ვერ იფუნქციონირებს პოლიტიკური გაერთიანება და სწორედ ეს წესრიგი უზრუნველყოფს პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობას. შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება ვერ განიმარტება იმგვარად, რომ იგი სახელმწიფოს ავალდებულებდეს შეუზღუდავად დაუშვას ისეთი ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის კონსტიტუციით აკრძალული მიზანი და საქმიანობა სათანადოდ არის დადასტურებული და რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესწყობილებას. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არა დემოკრატიული პლურალიზმის გაუმართლებელ შეზღუდვას, არამედ კონსტიტუციური გარემოს შენარჩუნებას ემსახურება, რომლის არსებობაც პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული კონსტიტუციური სიკეთის დაცვის ინტერესი აღემატება კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის გაგრძელების ინტერესს და ეს უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ. ასეთ პირობებში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა კახიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794501949

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის, არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რო...

ზაალ ანჯაფარიძე

1794500344

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა

დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1794497338

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე​: ჭეძიანგის ​პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის

ჭეძიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794495941

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკუ...

პროკურატურ

1794494836

ახალი ამბები

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციად პროკურატურ...

საქართველოს პროკურატურა