ნიკოლოზ სამხარაძე​: ჭეძიანგის ​პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის

ჭეძიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი ქვეყნებისთვის, ჩაერთონ პროვინციასთან ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში, ​ჭეძიანგის პროვინციაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ​ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ჰანგჯოუში ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა პროვინციის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის არსებობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი პროვინცია ჩინეთში. ასევე, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი. აქ არის ძალიან ბევრი კომპანია, განსაკუთრებით ცნობილი ალბათ „ალიბაბა“. თუმცა, სხვა კომპანიებიც, რომლებიც ინოვაციურ პროექტებზე მუშაობენ და ასევე არის ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტი.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა იმისა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომ ჩაერთონ პროვინციასთან ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძელ მხარეს შესთავაზეს იდეა, რომ მოხდეს ჰანგჯოუს დაძმობილება საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან.

„ეს იდეა საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული და უახლოეს მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჰანგჯოუ დაძმობილდება ერთ-ერთ ქართულ ქალაქთან. რაც შეეხება დღის სხვა მოვლენებს, ჩვენ გვქონდა ვიზიტები სხვადასხვა ინოვაციურ კომპანიაში. გვქონდა ვიზიტი „რობოტიკში“, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი რობოტებისა, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ხანძრებთან ბრძოლის სფეროში, ასევე, საპოლიციო საქმიანობაში. ასევე, გვქონდა ვიზიტი ხელოვნური ინტელექტის ქალაქში, რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა პატარა სტარტაპ კომპანია, რომლებიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. გვაჩვენეს იქ წარმოებული პროდუქცია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაცია ასევე სტუმრობდა ქალაქის ერთ-ერთ რაიონს.

„ადგილობრივმა მერმა მოგვიყვა, თუ როგორ ურთიერთობს ადგილობრივი მერია მოსახლეობასთან, რა სოციალური პროგრამები აქვთ, ასევე რა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის, მათ შორის როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული და პენსიონერი მოსახლეობისთვის. მოკლედ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველად ვსტუმრობთ ჭეძიანგის პროვინციას, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ვნახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ პროვინციას გააჩნია და სამომავლოდ ვითანამშრომლოთ ამ პროვინციასთან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794489762

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპი...

პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში მონაწილეობს

1794489118

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5935 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5933 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

 ვალუტის კურსი

1794488145

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის სა...

პროკურატურა

1794486824

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით ევროპასთან თანამშრომლობისთვის და ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

„სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივი...

ირაკლი კობახიძ

1794485685

ახალი ამბები

აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე: ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება

აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის მორიგების მისაღწევად მედიაციის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე...

აღსრულების ეროვნული ბიურო