თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციად პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა. ამ დაპირებით, დაზარალებულებმა საწყის ეტაპზე მას 336 900 ლარი გადასცეს, რაც სრულად მიისაკუთრა ისე, რომ აღებული ვალდებულების არც ერთი პირობა არ შეასრულა.
ამასთან, თანხის დაუფლებისთანავე მიიმალა და თავს არიდებს, როგორც დაზარალებულებთან კონტაქტს, ასევე სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794488145
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის სა...
1794486824
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით ევროპასთან თანამშრომლობისთვის და ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
„სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივი...
1794485685
ახალი ამბებიაღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე: ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება
აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის მორიგების მისაღწევად მედიაციის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე...
1794485397
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები
მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არს...
1794483646
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ხვიჩა კვარაცხელია წერს, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ა...



























