გიორგი სოსიაშვილი „საფარის“ არქივზე: როგორც ჯვარი აფრთხობს კუდიანებს, ისე აფრთხობთ გამჭვირვალობის კანონი ამ წარმონაქმნებს - სინამდვილეში ეს არის იმ თანხების აღების შესახებ დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის ინტერესების გაყიდვა

 „სინამდვილეში ეს არის ქვეყნის გაყიდვის დოკუმენტები და იმ თანხების აღების შესახებ დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა და ფეხქვეშ გათელვა. ამიტომაც მოხდა ამ არქივის განადგურება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა „საფარის“ არქივის განადგურების ფაქტზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის, დღესავით ნათელია, რასთან გვაქვს საქმე და რით იყვნენ ორგანიზაციები დაკავებული.

„როდესაც კანონი ამოქმედდა, აი, როგორც ჯვარი აფრთხობს კუდიანებს, ისე აფრთხობთ გამჭვირვალობის კანონი ამ წარმონაქმნებს - მოდით, ასე თქვათ, რადიკალებს და დაიწყეს თავიანთი ამ საიდუმლო დოკუმენტების, რომელთაც სენსიტიური დოკუმენტები დაარქვეს, სინამდვილეში ეს არის ქვეყნის გაყიდვის დოკუმენტები და იმ თანხების აღების დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა და ფეხქვეშ გათელვა. ამიტომაც მოხდა ამ არქივის განადგურება და საზოგადოებისთვის, დღესავით ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. ეს ორგანიზაციები რით იყვნენ დაკავებული, რას აკეთებდნენ, რა ინტერესებს ემსახურებოდნენ და რა იყო დაარქივებული მათ არქივში, რა მასალებს ინახავდნენ! ბუნებრივია, ეს იყო წლების განმავლობაში უცხოეთიდან (შემოსული) გაურკვეველი ეს თანხები, რომელიც ხმარდებოდა ქვეყანაში მუდმივ არეულობას, არეულობების მცდელობას, რევოლუციური სცენარების სამზადისს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750508570

ახალი ამბები

გეკა გელაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან – საზაფხულო სეზონს მაქსიმალურად მობილიზებულად, გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხდებით

„დღეს ჩვენ აჭარაში ოფიციალურად ვხსნით ტურისტულ სეზონს, რომელსაც გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხვდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად არიან მო...

გეკა გელაძე

1750503096

მსოფლიო

ბაქოში 7 ჟურნალისტს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

 ბაქოს სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოცემის, Abzas Media-ს ჟურნალისტები, რომლებმაც ქვეყნის პრეზიდენტის ბიზნესის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნეს, ასევე „რადიო თავისუფლების“ რეპორტიორი. მედიის 7 თანამშრო...

ჟურნალისტიკის დღე

1750501230

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სუსის დაკავებაზე: არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ - მოქმედი, კანონი ნებისმიერი პირის მიმართ უმკაცრესი იქნება

სუსის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავების ფაქტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ეხმიანება. მისი თქმით, კანონი ნებისმი...

ირაკლი კირცხალია

1750499483

ახალი ამბები

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი, საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი, საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა. ქართულმა მხარემ, ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმ...

ისრაელში საქართველოს საელჩო

1750498395

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე რომეო მიქაუტაძეზე: ყველას მოეკითხება, ვინც ოდესმე რამეში არის შემჩნეული, კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მით უმეტეს პოლიტიკოსი!

„ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო...

დიმიტრი სამხარაძე