გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა, მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს
ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა. მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„როდესაც შემოდის ემაარ ჯგუფი, შემოდის ტრამპის კომპანია, რასაკვირველია ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, ასევე სამუშაო ადგილების შექმნაზე. სწორედ ეს გარემოებები ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპონენტებს. ამ წუთშიც სხედან და ფიქრობენ როგორი პროპაგანდისტული მავნებლობა დაუპირისპირონ ამას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„Trump organization“-მა ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
აღნიშნული პროექტის შესახებ 19 აპრილს გახდა ცნობილი - სტატია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.
1776628934
საზოგადოებაკოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი
რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქა...
1776627537
საზოგადოებაკოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ, უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო
რეალობიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტ...
1776627459
საზოგადოებათემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მოგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება
რომ გითხრათ, რომ ვადა ძალიან დიდია, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ თემის გადაწყვეტა 100%-ით, - განუცხადა „იმედის კვირას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუ...
1776624062
საზოგადოებამიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მი...
1776622404
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით
გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით,...


























