გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით
გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მიზანმიმართული გეგმაა, რაც მიზნად ისახავს ეკლესიის ავტორიტეტის შესუსტებას, ეკლესიის დასუსტებას.
„ეს არის გარკვეული კოორდინაციით შექმნილი მცირე ჯგუფი, რომელთაც აქვთ პირდაპირი დავალება, რომ თავს დაესხან ეკლესიას და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია, ვინაიდან მათ შიდა თუ გარე პატრონებს არასდროს მოსწონდათ ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი. ეკლესიის მაღალი სანდოობა საზოგადოებაში.
ამიტომ, ეს გეგმა ჩვენ რასაც ვხედავთ, მიზანმიმართული გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის ავტორიტეტის შესუსტებას, ეკლესიის დასუსტებას, მაგრამ აქ ერთი რამე უნდა ითქვას, ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ დღეს ეკლესია ისეთი ძლიერია, ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ამ სიძლიერეს და ამ ერთიანობას ეს თითო-ოროლა ბედოვლათი ნამდვილად ვერ მოერევა და ამას ნამდვილად ვერავინ შეძლებს. ყველაზე მთავარი რაც არის, რომ დღეს ეკლესიის ირგვლივ არის ერი.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით. ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენი ეკლესიის ირგვლივ და ასეთი ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ეკლესიას“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ წარსულში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ნანობს.
1776616569
მსოფლიოლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს
ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა თეთრი სახლის პრეზიდენტთან არ უნდა ჰგავდეს ვასალსა და იმპერატორს შორის შეხვედ...
1776614230
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის
უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გ...
1776612325
სპორტიეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა - გურამ თუშიშვილი
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნიზე ოთხი ოქროს, ორი ვერ...
1776609383
საზოგადოებანათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...
1776606778
სპორტიგურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევრო...



























