კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ, უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო

რეალობიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა ევროკავშირის მომდევნო ანგარიშზე საუბრისას.

კერძოდ, მან უპასუხა წამყვანის კითხვას, „ევროკავშირის საელჩო საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიშის მოსამზადებლად კვლავ ადგილობრივ „ენჯეოებს“ იწვევს. ღია ინტერესთა კონფლიქტის ფონზე, ობიექტურობის რა მოლოდინი უნდა გვქონდეს აღნიშნული დოკუმენტისგან?“

კოტე ჟღენტის თქმით, ახალ დოკუმენტს იგივე ხალხი შეადგენს, ვინც წინა დოკუმენტი შეადგინა.

„არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება არც იმათში, ვინც აქედან ინფორმაციას აწვდის, რის საფუძველზეც ადგენენ ამ დოკუმენტს. ამიტომ, ბუნებრივია რეალობიდან გამომდინარე, უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო. იგივე მიდგომები, იგივე აღქმები და არა რეალობა და რეალური სიტუაცია.

აღქმები იყო, ძალიან კარგი ქართული სიტყვაა - ცრუ, ანუ ტყუილი. აღქმა ყველას თავისებური აქვს, მაგრამ მე სინამდვილესა და რეალობაზე ვსაუბრობ. როდესაც რაღაცებს ისე შეხედავ, რომ ასე ვფიქრობ, ან ჩემი აზრით ასეა, ეს ყველა ადამიანს შეუძლია, მაგრამ როდესაც საუბრობ არსებულ სიტუაციაზე და იქ აბსოლუტურად სხვა ფაქტებია, გამოდის რომ ფაქტებს აყალბებ. რეალობა ერთია და ანგარიში რაც არის, აბსოლუტურად სხვა“, - აღნიშნა მან.

კოტე ჟღენტმა ასევე უპასუხა კითხვას, - „როდესაც ვსაუბრობთ ინტერესთა კონფლიქტზე ამ „ენჯეოებთან“ დაკავშირებით, რატომ აქვთ ამ „ენჯეოებს“ ინტერესთა კონფლიქტი ამ პროცესისადმი ზოგადად“.

„იმიტომ, რომ ეს „ენჯეოები“ არიან მკაცრი მიმდევარი ლიბერალ-გლობალისტური იდეოლოგიისა, ყოველ შემთხვევაში, მათი ქმედებებიდან და განცხადებებიდან ასე ჩანს. გულში რას ფიქრობენ, ნამდვილად ვერავინ ვიტყვით, მაგრამ მათი ყველა ქმედება, ნაბიჯი იმდენად არის დაკავშირებული ლიბერალ-გლობალისტებთან, ვინც ადგენს ამ დოკუმენტებს ევროკავშირში და იმდენად ღიად ჩანს, მათ შორის ეს პირდაპირი დამოკიდებულება, რომ მანდედან სხვა დასკვნებს ვერ გააკეთებ“, - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776622302

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი

მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1776620802

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას. მისივე თქმით...

გიორგი ზვიადაძე

1776616569

მსოფლიო

ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა თეთრი სახლის პრეზიდენტთან არ უნდა ჰგავდეს ვასალსა და იმპერატორს შორის შეხვედ...

ლეკაშენკ

1776614230

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გ...

გიორგი ვოლსკი

1776612325

სპორტი

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა - გურამ თუშიშვილი

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნიზე ოთხი ოქროს, ორი ვერ...

გურამ თუშიშვილი