გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს
ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, ჩართვა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წყნარად, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის რაც ქვეყანას დააზიანებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი ლაივი“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
მისივე თქმით, სტაგნაცია, რომელიც არსებობდა პოლიტიკაში ერთ დღეს შეიცვალა და გადაეწყო იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელიც მსოფლიოს ახალმა ადმინისტრაციამ შესთავაზა.
„მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ, რა პროცესები მიდის, დაპირისპირებები იქმნება ისეთ ადგილას, სადაც საერთოდ არავინ მოელოდა, ვთქვათ, აშშ-ს რომ ექნებოდა პრეტენზია კანადასთან. კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ჩავიდა, სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაიყო საუბარი, ეს თითქოს გამორჩა ყველას ყურადღებიდან, იგივე ვთქვათ, რა ხდება ლათინური ქვეყნების არეალში. ეს შეჩვეული სტაგნაცია, რომელიც არსებობდა პოლიტიკაში, უცებ ერთ დღეს შეიცვალა და გადაეწყო პრაგმატულ დღის წესრიგზე, რომელიც შესთავაზა მსოფლიოს [აშშ-ის] ახალმა ადმინისტრაციამ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, გრენლანდია რას წარმოადგენს, ღირს კი ამასთან დაკავშირებით კონფლიქტის განვითარება მოკავშირეებთან, ნატოს ფორმატში? ეს არის კუნძული, სამხრეთ ნაწილი დასახლებულია, 40 000 თუ 50 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აშშ-ის ძალიან დიდი სამხედრო ბაზა იყო და არის დღესაც, რამდენიმე ასეული სამხედრო ემსახურება ამ ბაზას. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სამხედრო ბაზა, ეს არის სამხედრო კოსმოსური ბაზა და მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პრევენცია დგება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
1768756267
ახალი ამბებიკახა კალაძე: ცენტრალური გზები სრულად გაწმენდილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება
„ცენტრალური გზები სრულად გაწმენდილია, ასევე, მეორე ხარისხოვანი გზები. ტრანსპორტის თვალსაზრისით არსად შეზღუდვა არ გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება“, - ამის შესახებ დედაქალაქ...
1768754784
ახალი ამბებიგიორგი აბაშიშვილი პროდუქტის ფასებზე: თუ გამოიკვეთება ფასის ხელოვნურად გაზრდის ნაწილში გარიგებები, ცხადია, ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს პროდუქტის გაიაფებას
ჩნდება კითხვა, რა ხდება საბაჟოდან სუპერმარკეტამდე, როდესაც სახელმწიფო ყველანაირ პირობას ქმნის, რომ ეს პროდუქცია იყოს იაფად განთავსებული სუპერმარკეტების დახლებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“...
1768752364
ახალი ამბებითბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკით გზები ინტენსიურად იწმინდება
მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკის საშუალებით გზები ინტენსიურად იწმინდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გზებზე ტექნიკური...
1768749914
მსოფლიოფინეთის პრეზიდენტი: მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა, ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს
მოკავშირეებს შორის საკითხების გადაწყვეტის საუკეთესო გზა დისკუსიაა და არა ზეწოლა, აშშ-სთან დიალოგი გრძელდება, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში წერს. „მოკავშირეებს შორი...
1768747525
ახალი ამბებითბილისის შემოვლით გზაზე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა - არის მსხვერპლი
თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-...































