გიორგი ვოლსკი – ვფიქრობთ, განცხადება, თითქოს საქართველოს გერმანიასთან პრობლემები აქვს, გერმანიაში კარგად გაანალიზდება, თუ საიდან მოდის ეს პრობლემები, რა არის ამ პრობლემების არსი
„იმედი გვაქვს, გერმანიის ახალ ელჩს შესაბამისი ინსტრუქციები ექნება, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის იმუშაოს და არა პიტერ ფიშერივით ურთიერთობა გაამწვავოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ხელისუფლების ინტერესი გერმანიასთან ურთიერთობის ნორმალიზებაა.
„ერთადერთი ინტერესი გვაქვს, რომ გერმანიასთან ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, ვინაიდან ისტორიულად პოზიტიური იყო ჩვენი ურთიერთობები, არა მარტო პოლიტიკის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, იქნებოდა ეს ეკონომიკა, კულტურა, განათლება თუ სხვა დარგები.
ჩვენ არასდროს შეგვიცვლია დამოკიდებულება, საერთაშორისო დონეზე არ შეგვიცვლია პოლიტიკა. განცხადება, რომელიც ახლა მოვისმინეთ, თითქოს და საქართველოს პრობლემები აქვს გერმანიასთან – ვფიქრობთ, გერმანიაში ეს რეალობა კარგად გაანალიზდება, თუ საიდან მოდის ეს პრობლემები, რა არის ამ პრობლემების არსი. იმედი გვაქვს, რომ ამ ელჩსაც შესაბამისი ინსტრუქციები ექნება, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის იმუშაოს და არა პიტერ ფიშერივით ურთიერთობა გაამწვავოს და ისეთი ვითარება შექმნას, როდესაც გერმანიის საელჩო გარკვეული ექსტრემისტული ჯგუფების ხელშეწყობაში პირდაპირ იყო ჩართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
1786715657
მსოფლიოცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა, დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს
„ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა“, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დენი გაითიშა ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ყაზახური მხარის ც...
1786714575
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ეს ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის და ამ ესკალაციამ გარე დაკვეთით მიღებული ამოცანები შეასრულოს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს...
1786713386
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6162 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6171 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1786712813
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების,...
1786710206
ახალი ამბებიცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუსი
2025 წლის 5 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას...






























