ლადო სადღობელაშვილი: ეკონომიკური და ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე, არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის რეალური მტერი

„რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?!“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოზე დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია და არც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა სურს.

„400 ტონა საწვავი მაგალითად თბილისს ეყოფა ერთი დღე… ეს წარმოდგენა რომ გვქონდეს რამდენია 400 ტონა საწვავი, ჟღერს როგორც ბევრი და რეალურად არაფერი ისეთი! და მთავარი! რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?! თუნდაც ეკონომიკური და ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ამის გაღრმავებაა საჭირო და მაქსიმალურად ბევრი დამოკიდებულებების გაჩენა საქართველოზე! ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება არის საქართველოს რეალური მტერი! ასეთებს არ სურთ მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება!“, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786715657

მსოფლიო

ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა, დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს

„ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა“, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დენი გაითიშა ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ყაზახური მხარის ც...

ცეტრალური აზიის ქვეყნებში

1786714575

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ეს ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის და ამ ესკალაციამ გარე დაკვეთით მიღებული ამოცანები შეასრულოს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს...

ირაკლი ქადაგიშვილი

1786713386

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6162 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6171 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

იტალია

1786712813

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების,...

არადეკლარირებული ოქრო

1786710206

ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუსი

2025 წლის 5 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას...

სუსი  სუსი