გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თელავში კახეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

მინისტრმა საუბრისას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და სკოლებში განსახორციელებელი ინიციატივები მშობლებთან ერთად განიხილა.

გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მშობელთა მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გარეშე რეფორმა ვერ იქნება ეფექტიანი, ვინაიდან სწორედ ოჯახსა და სკოლას შორის თანამშრომლობა და ძლიერი კავშირები განაპირობებს მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და მის განვითარებას უწყობს ხელს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაესვათ კითხვები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი
ვაჟა მაღრაძე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773432058

სპორტი

ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა დაასრულა ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისც...

ლუკა ლომაია

1773431610

საზოგადოება

შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც...

თენგიზ შარმანაშვილი

1773429994

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა

აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ „ე...

გაზი

1773428107

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ პუტინი ირანს „ცოტათი“ ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ირანს ეხმარებოდეს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, ის შეიძლება, ცოტა...

ტრამპიტრამპი

1773426234

მსოფლიო

CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა

CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება. კონფლიქტის დაწყებიდან მოყო...

ირანი ირანი