პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა.
პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
„ამ კომპანიასთან ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად გართულებული ურთიერთობა, ისინი ხშირად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული.
მათთან ხელშეკრულება შეწყდა. დღეის მდგომარეობით, მოხდა ბაზრის კვლევა და შესაბამისად, ბაზრის კვლევით გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება რამდენიმე თვით. ამ პერიოდშიც უკვე გამოცხადდება ტენდერი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორ ნაწილად გავყოთ ეს ტენდერი და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე გადავანაწილოთ. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ანუ, ხელს შევუწყობთ უფრო კონკურენციას და ეს მომავალში, თავისთავად, გადაგვაზღვევს ისეთი შემთხვევებისგან, რაც „ილი ჯგუფთან“ გვქონდა“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელშეკრულება და ახალი ტენდერით გამოვლენილი პირები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს და მათთან ნაკლები პრობლემები ექნებათ.
1773421359
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე
დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლე...
1773421301
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმა...
1773418881
საზოგადოებაპაატა სალია: ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე
ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი გან...
1773417454
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებ...
1773414311
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფო დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხომ ხვდება, რომ სისულელეა?!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო....



























