შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.
თენგიზ შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძეს „გახარიას უსახურ მდევარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის ტყუილი ნარატივი, რომ მან და მისმა თანამებრძოლებმა ზვიად გამსახურდია დაამხეს, სწორედ მათი მოგონილია, ვინც ზვიად გამსახურდიას უღალატა.
შარმანაშვილი აცხადებს, რომ ქეთევან ბაკარაძეს მასზე თავდასხმა უბრძანეს, რაც გამოიწვია იმან, რომ თენგიზ შარმანაშვილმა ბაკარაძე და სრულიად ოპოზიცია ამხილა ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერაში.
„ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ ? რა პრეზიდენტის დამხობა ? თბილისის სამხედრო გადატრიალება რომ დაიწყო, პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია უშიშროების იზოლატორში იყო, პარტიის მეორე პირი პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძეც უშიშროების იზოლატორში იყო, რაიონული ორგანიზაციის ბევრი ხელმძღვანელიც დაპატიმრებული იყო. დაპატიმრებები გრძელდებოდა და ყველა იქ აღმოჩნდებოდა თანდათან. ეს ტყუილი ნარატივი, რომ ჩვენ დავამხეთ გამსახურდია ისევ იმათი მოგონილია ვინც ზვიადს უღალატა და ან სროლა დაუწყო, ან გაერიდა ამ პროცესებს. ერთნიც და მეორენიც მრგვალი მაგიდიდან იყვნენ. რაც შეეხება ჩორჩანას. მე ვთქვი პირველად ჩორჩანას თაობაზე ? კარგა ხანი საუბრობდნენ ამაზე და მე იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი. სამწუხაროდ, მძიმე ფაქტი აღმოჩნდა, რომელმაც 1 მილიონი კვადრატული მეტრ ფართობზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. დანარჩენს გამოძიება და სასამართლო დაადგენს. სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა ? უბრძანეს იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად ის, ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას რეალურად რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს. სხვებთან ერთად ვამხილე, რომ კამიტის გამოყენების ისტორია საქართველოს ღალატის გამოგონილი ისტორიაა. ამ თვალთხარიას, ჩემი ტერმინი არ არის, მეხოტბეს მიტინგების დარბევაზე რომ არ ესაუბრა, მათთვის უკეთესი იქნებოდა, არ არის ეს მათთვის სასარგებლო თემა. ბოლოს, იმ სტიპენდიანტს გადასცეს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებთან ერთი მესიჯბოქსით, შორს ვერ წავა. ამ ქალბატონზე აღარაფერს ვიტყვი, არც არაფერი ეკითხება. ჰო, კიდევ, ელჩის თანამდებობა პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობა რომ არის, მის უვიც თანაპარტიელებს ერთხელ უკვე ავუხსენი პირდაპირ ეთერში. ეს მაშინ დეპუტატი ჯერ არ იყო მგონი. თუ იყო და ვერ გაიგო?“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით: „ ეს ის კაცია, ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას ქვეყნის ღალატს რომ უწოდებს, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ნარატივს სიტყვა-სიტყვით რომ იმეორებს, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის დროსაც კი ელჩობის მიღებისთვის ცამდე მადლიერებას რომ გამოხატავდა, პირველი პრეზიდენტის დამხობის საქმეში თავისი ისტორიული წვლილი რომ შეიტანა და დღეს, ლამის ეროვნულ გმირად მოაქვს თავი!“.
1773425584
საზოგადოებაპაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვ...
1773423939
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მდიდარ NGO-ებზე: ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება
ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამომჟღავნებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1773422797
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრი: გაეროს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ყოველწლიური ფორუმის საქართველოში ჩატარება საჯარო სერვისების განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა“
ჩვენი მიზანია ძლიერი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეს, ზრუნავს მასზე და ქმნის შესაძლებლობებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გ...
1773421359
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე
დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლე...
1773421301
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმა...



























