„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე და რით მოახერხა ეს?!
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.
გიორგი ხაბაშვილის განცხადებით, საცალო ქსელების ოპერატორებისთვის უმჯობესია თავად მოიძიონ პროდუქციის მწარმოებლები საზღვარგარეთ და უშუალოდ მათგან შეიძინონ, რამდენადაც სადისტრიბუციო კომპანიები მათ მაღალი ფასნამატით აწვდიან.
„ბევრი წარმოებისგან ან დისტრიბუციისგან, რომლებიც თვლიან, რომ თუ ქსელებზე ბევრ ცუდს იტყვიან ამით რაღაც კარგი მოხდება მათგან განსხვავებით მე ვთვლი, რომ თუ მე მომწოდებელმა პროდუქტი მომაწოდა რაღაც ფასად და მე ეს მივიღე ამ ფასად ე.ი. ჩვენ შორის შედგა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, ბიზნეს გარიგება და მე სადღაც წასვლა დავუშვათ იმაზე, რომ რატომ მომაწოდა ამ ფასად, ჯობია, რომ წავიდე იმ ქვეყანაში საიდანაც მან იმპორტი განახორციელა, ჩამოვიტანო ეს პროდუქტი მე თვითონ. დიდ ქსელებს ასეთი პრაქტიკა აქვთ, მაგალითად „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან დახლზე, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე, ვიდრე „ორი ნაბიჯი“ მას დახლზე ყიდდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან პირდაპირ შემოიტანა. მე თუ ეს პროდუქტი ძვირად მომაწოდა მომწოდებელმა და მე ეს მივიღე ე.ი. ასეთია ჩემი ბიზნეს გადაწყვეტილება იმ მომენტში“, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.
1782571216
საზოგადოებაგორში 16 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გორში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ამბობენ, მას დენმა დაარტყა. დაღუპულია ვიკა არუთინიანი. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან სა...
1782569508
საზოგადოებაჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის, თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს...
1782567316
საზოგადოებაჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პრო...
1782564581
საზოგადოებაგიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა, მას უნდა გადაედო ყველაფერი ჩვენთან შესახვედრად
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტ...
1782562850
მსოფლიოტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა. დოკუმენტის კადრებს პრეზიდენტმა წარწ...


























