გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა, მას უნდა გადაედო ყველაფერი ჩვენთან შესახვედრად

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემ მიერ იქნა წინასწარ აღნიშნული. შემდეგ, როდესაც სპეციალისტი, ქალბატონი მაკა იოსელიანი გამოვიდა უკვე მსჯავრდებული ხოშტარიასგან, მან ცოტა არ იყოს და გასაკვირიც იყო პირადად ჩემთვის, მოაწყო, პრაქტიკულად, ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ პაციენტის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არის იმდენად მძიმე და მას აქვს ისეთი ტკივილები, რომ, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მისი გასინჯვა.

რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური და პირადად მე თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტილება მყისიერად და დავავალე ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან, რათა მასთან მომხდარიყო შეხვედრა. მან დაურეკა, შემდეგ მისწერა მას SMS-ითაც, თუმცა რეაგირება იყო საკმაოდ გვიან. დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაგვცა მან პასუხი. ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ, დღის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა, სამწუხაროდ, და ჩემდა გასაოცრად, პასუხი მივიღე, რომ მას უბრალოდ, ასე ვთქვათ, არ ეცალა და შეძლებდა ჩვენთან შეხვედრას მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, ვციტირებ, დაახლოებით 5 საათზე.

ახლა მე მინდა გკითხოთ თქვენ, მე მინდა ვკითხო საზოგადოებას: თუ ადამიანი განიცდის ისეთ ტკივილს, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა - ეს ექიმის შეფასებაა და ვციტირებ მაკა იოსელიანის სიტყვებს – როდესაც ექიმი აფასებს ასე მდგომარეობას პაციენტისას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება დაკავებული ქალბატონი ბრძანდება, თუმცა, მე ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და ეს უნდა ყოფილიყო მისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა; გაგვეცვალა, აზრები, დაგვეგეგმა, გაგვეწერა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და დაგვეგემა სამომავლო გეგმები მსჯავრდებულთან მიმართებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გულწრფელად ვამბობ, პირადად ჩემთვის ეს იყო მართლაც უბრალოდ გაუგებარი“, - ამბობს გიორგი პატარიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782556609

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: შეერთებულ შტატებში „ფარას“ გამკაცრებამ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები აწარმოებდნენ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს

აშშ-სთვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობდა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა სა...

დავით მათიკაშვილი

1782554792

საზოგადოება

გეკა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სპეციალური ძალების სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს...

გეკა გელაძე

1782553614

მსოფლიო

The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა

საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთ ჩვილი დაიღუპა. გარდაცვლილ ახალშობილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, იუწყება The Guardian-ი. გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, საფრანგეთში მაღალ ტემპერატურას სუ...

საფრანგეთი

1782551872

მსოფლიო

POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული

ევროკომისიის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გუშინ კონდიცირების სისტემა დროებით გათიშეს, რაც ევროპაში გავრცელებულ სიცხის ტალღას უკავშირდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თანამშრომლებმა შენ...

ევროკომისია

1782550355

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი...

გეკა გელაძე