ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის

პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პროგრესში მოდერნიზაციისკენ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, - განაცხადა „დღის ქრონიკსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

მან ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე. კერძოდ, ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და რა პრაქტიკული შინაარსი უნდა შეიძინოს ამ პარტნიორობამ უახლოეს 3-5 წელიწადში, რა ახალი მექანიზმები, ინვესტიციები თუ სექტორული პროექტები შეიძლება ვიხილოთ, რომლებიც ამ ურთიერთობას კონკრეტულ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებად აქცევს.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 9 ივნისს ერთმანეთს მიულოცეს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ.

ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იგი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ახალ თავს წერს.

„პირველ რიგში, ორი ქვეყანა გააძლიერებს მაღალი დონის ვიზიტებს, პოლიტიკურ გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას მმართველობის სფეროში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და „შუა დერეფნის“ კონცეფციის თანხვედრას. საქართველო ევრაზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ჰაბია, ხოლო ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, როგორიცაა მაგისტრალები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები. ამ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება უდავოდ დაეხმარება საქართველოს ინფრასტრუქტურის განახლებასა და კავშირის გაუმჯობესებაში.

მეორე, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახლახან განახლდა და ორმა მხარემ მრავალ ახალ კონსენსუსს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და სურსათის იმპორტი, ინსპექტირება და კარანტინი. მომავალში, ჩინეთის ბაზარზე მოსალოდნელია მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის შემოსვლა, როგორიცაა ღვინო, სანელებლები, თხილეული და მინერალური წყალი, ხოლო ჩინეთში დამზადებული ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები და ჭკვიანი სახლის ტექნიკა ქართველ ხალხს ახალ არჩევანს შესთავაზებს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ ახალ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები და ციფრული ეკონომიკა, ასევე ძალიან ფართოა. ბაზისბანკმა, რომელსაც ჩინური კაპიტალი აკონტროლებს, ახლახან შეიძინა ლიბერთი ბანკი, რითაც საქართველოს მესამე უდიდესი კომერციული ბანკი გახდა. ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმები თანდათან იწყებენ საკუთარი ბიზნესის დამკვიდრებას საქართველოში. ჩვენ ველით და გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა კვლავაც მოიტანს ახალ შედეგებს.

მესამე, ჩინეთ-საქართველოს შორის ხალხთაშორისი მიმოცვლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამჟამად ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები არსებობს. ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით, ჩინეთ-საქართველოს ხალხებს შორის მიმოსვლა კიდევ უფრო ხშირი გახდება. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რათა გავხსნათ მეტი პირდაპირი ფრენის მარშრუტი და წავახალისოთ ორივე ქვეყნის მაცხოვრებელი, იმოგზაუროს, ისწავლოს და საქმიანი ურთიერთობა აწარმოოს მეორე ქვეყანაში. ჩინეთი საერთაშორისო სტუდენტებისთვის მსოფლიოში სიდიდით მესამე დანიშნულების ადგილი გახდა. გასულ წელს ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უმაღლესი განათლების ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ, განათლების სფეროში თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ჩინური ენის სწავლების დონის მუდმივად გაუმჯობესებაში, მხარი დავუჭიროთ მეტ ქართველ სტუდენტს ჩინეთში სწავლაში და ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას.

მისალოც წერილში პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ 34 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, ხელს უწყობდნენ ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას და ნაყოფიერ შედეგებს აღწევდნენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში. მან გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პროგრესში მოდერნიზაციისკენ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს“, - განაცხადა ელჩმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782559894

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ფონდმა უკვე შეიძინა 15 5...

მწვანე ინფრასტრუქტუ

1782557669

მსოფლიო

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სასამართლომ დაკავებულებს წინასწ...

თურქეთი

1782556609

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: შეერთებულ შტატებში „ფარას“ გამკაცრებამ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები აწარმოებდნენ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს

აშშ-სთვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობდა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა სა...

დავით მათიკაშვილი

1782554792

საზოგადოება

გეკა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სპეციალური ძალების სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს...

გეკა გელაძე

1782553614

მსოფლიო

The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა

საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთ ჩვილი დაიღუპა. გარდაცვლილ ახალშობილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, იუწყება The Guardian-ი. გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, საფრანგეთში მაღალ ტემპერატურას სუ...

საფრანგეთი