გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ კაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე
ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მძიმეა 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა. ის მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მდგომარეობა სტაბილურია და მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.
„მდგომარეობა არის სტაბილური - კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობისა და რეანიმაციის განყოფილებაში, თუმცა აღინიშნება მთლიანი სხეულის დამწვრობა, თითქმის 87% არის დამწვარი, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია“, - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
1795292051
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე
ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის თქმით, „ნაცმოძრაობის...
1795290831
საზოგადოებარუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში...
1795288690
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, ქართველ ხალხს ვინც არ სცემს პატივს, ასეთი პარტიების ადგილი საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის
ჩვენი ვალდებულებაა, ვიყოთ ერთგულნი საქართველოს კონსტიტუციისა და მისი მთავარი პოსტულატის, მთავარი საფუძვლის, რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხ...
1795286747
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის თქმით, მმართველი გუნდი...
1795284610
სპორტიალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსი...


























