არჩილ გორდულაძე „ლელოს“ განცხადებებზე: მათი თითოეული ნათქვამი არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „ლელოს“მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები მედიასთან შეაფასა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი.
„ლელოს“ წარმომადგენელი საუბრობდა, თითქოს არ უთქვამთ, რომ მათთან ალეკო ელისაშვილი რა შუაშია. ჯერ ერთი თქვეს და მეორე, ეს პასუხი იმიტომ გააჟღერეს სხდომის დარბაზში, რომ ამაზე მივუთითეთ და ტყუილში ვამხილეთ.
ჩვენ სხდომის მიმდინარეობისას შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ თითოეულ ტყუილზე ადეკვატური პასუხი და სიმართლე ვთქვათ. ამიტომ, როდესაც გარეთ ვაკეთებთ შესაბამის კომენტარს, როგორც ჩანს, ისინი კომენტარებს ისმენენ და შემდეგ ამის საპასუხოდ აკეთებენ განცხადებებს.
მოსამართლეს კითხვა ჰქონდა სიორიძესთან, რომ შეიცვალოს ალეკო ელისაშვილის მსჯავრი და გადაკვალიფიცირდეს სხვისი ნივთის დაზიანებად, შეფასდება თუ არა ისევ პოლიტპატიმრადო და პასუხი იყო - დიახ, ისევ პოლიტპატიმარია. ამით დაადასტურეს, რომ „ლელოსთვის“ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რა მსჯავრი ან რა ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, უბრალოდ მათ ასე მიაჩნიათ.
მათ მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან და ისინი თანაზიარი არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახლისა“ და გახარიას პარტიისა.
ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია.
მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
1794911032
ახალი ამბებიPOLITICO: კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი როლის დამკვ...
1794910363
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: „ლელო“ გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად
„ლელო“, რა თქმა უნდა, გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს, როგორი აღტყინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისათვის და ამ მხრივ როგორ ცდილობდნენ ამავ...
1794909475
მსოფლიოპრაღაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - ათობით ადამიანი დაშავდა
პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Aktuálně.cz იტყობინება. როგორც მედია წერს, ერთმანეთს დაბალი სიჩქარით...
1794907628
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: სპეკულაციაა ოთარ აფრიდონიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღეა შიმშილობს და იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც იკვებებიან
სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან...
1794906385
ახალი ამბებიEU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
როგორც ჩანს, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, - წერს იტალიური გამოცემა EU News, რომლის ინფორმაციითაც, დუბლინში გამართული ერთ...































