რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.
„ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები N472, N532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
მიკროავტობუსები N408 და N420 ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდებიან ბარნოვის, შანიძის ქუჩებისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, ხოლო N457 მიკროავტობუსი სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს შემდეგნაირად: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან
დადგენილი სქემით იმოძრავებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1795280410
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუ...
1795276822
სპორტი„ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ს ნაკრები ანგარიშით 38:10 დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ს ნაკრები 38:10 დაამარცხეს. მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ს ნაკრებს „მიხეილ მესხზე” უმასპინძლეს.
1795274099
საზოგადოებაქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობ...
1795272503
საზოგადოებაგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსი...
1795270952
საზოგადოებაქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ექიმის განცხადებით, მან სხეულის 12-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, ასევე აქვს მიმდი...



























