საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ აქამდე გამოცდილი სათამაშო სქემა 4-3-3-ით შეცვალა. ტრავმირებული კვარაცხელიასა და კიტეიშვილის, ასევე დისკვალიფიცირებული ქოჩორაშვილის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში კვერნაძე, გაგნიძე და მექვაბიშვილი დააყენა.

უნგრეთის ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით მთავარი კითხვა სობოსლაის ეხებოდა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. წინასწარი ვარაუდების მიუხედავად, გუნდის ლიდერი და „ლივერპულის“ ვარსკვლავი სასტარტო თერთმეტეულში მაინც გამოჩნდა.

სვანაძის გუნდმა შეხვედრა აგრესიულად დაიწყო და საწყის წუთებში სტუმრებს არაერთი პრობლემა შეუქმნა. თუმცა, მექვაბიშვილმა და წიტაიშვილმა მიზანს ვერ მიაღწიეს, მიქაუტაძეს კი კართან ბურთი მცველმა აართვა. ლოჩოშვილმა ბურთი კარში გაგზავნა, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. კვერნაძემ კი ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა. უნგრელები ფრთხილად თამაშობდნენ და ძირითადად კონტრშეტევებზე ამყარებდნენ იმედს.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა – საქართველოს ნაკრები ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდა და აქტიურად უტევდა, უნგრელები კი კვლავ კონტრშეტევებზე თამაშობდნენ, რამაც შედეგი მოიტანა – 73-ე წუთზე ლაშა დვალის ავტოგოლით უნგრეთი დაწინაურდა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ვარგამ დააფიქსირა.

რამაზ სვანაძის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი

1794667339

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის...

საახალწლო ილუმინაციები

1794664892

ახალი ამბები

15 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ას...

მოძრაობა აიკრძალა

1794662651

ახალი ამბები

თელავში დედის დაჭრაში ბრალდებულ შვილს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან ს...

პროკურატურაპროკურატურა

1794661737

ახალი ამბები

გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებ...

გივი მიქანაძე