საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.
თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.
11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.
1794667339
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის...
1794664892
ახალი ამბები15 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ას...
1794662651
ახალი ამბებითელავში დედის დაჭრაში ბრალდებულ შვილს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან ს...
1794661737
ახალი ამბებიგივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებ...
1794659174
ახალი ამბებიმტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს....































