გურამ მაჭარაშვილი: ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ
„თანახმა ვარ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების გამაერთიანებელი იყოს. ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა“, დიდი ხანია, ოპოზიციად არ მოიხსენიება. ესენი არიან ძალები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ უცხოეთიდან დაკვეთებს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში ე.წ. გაერთიანებების თავადაც აღარ სჯერათ.
„თვითონ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ნდობა არ არის. სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა. არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან არ არის მიმართული ქვეყნის კეთილდღეობისა და ალტერნატიული წინადადებისკენ. ოპოზიცია თუ ხარ, წესით, საზოგადოებას იმაზე უკეთესი უნდა შესთავაზო, ვიდრე ხელისუფლებას აქვს. ესენი კი ხალხს ეუბნებიან, თქვენ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლება კარგს აკეთებს, ეს ყველაფერი ცუდი არის, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვალთო. ყველამ კარგად ვიცით, როგორ უნდათ მოსვლა - არჩევნების გარეშე. რვიანი იქნება, შვიდიანი თუ რა ციფრიც არ უნდა დაიწეროს, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, ყოველთვის ნული იქნება. ამოცანა თუ გაქვს ნული, არაეროვნული, რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, ნული იქნება.
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ თანახმა ვარ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების გამაერთიანებელი იყოს, რადგან ეს ადამიანი „წარმატების“ ფორმულაა „ნაცმოძრაობის“, ნებისმიერი საარჩევნო პროგრამა იქნება თუ ნებისმიერი აქცია. თანახმა ვარ, ისევ იყოს სალომე ზურაბიშვილი მათი გამაერთიანებელი, „ნაცმოძრაობას“ დაარქმევენ, ახალს, ძველს თუ როგორც არ უნდა უწოდონ. სალომე ზურაბიშვილი ანტიქართული და უცხოური ძალების წარმომადგენლობის განსახიერებაა. ისევ სათავეში თუ დაიყენებენ, მხოლოდ თანახმა ვიქნები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1792089497
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...






























