გურამ მაჭარაშვილი: კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?!
კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ საფრანგეთში დემოკრატია უკან მიდის და შავი დღე გაუთენდა საფრანგეთის დემოკრატიას?! - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ საფრანგეთის ქალაქებში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
მან განაცხადა, თუ კონკრეტულად რა პროცესებს ადევნებს საზოგადოება თვალს ზოგადად ევროპის კონტინენტზე.
მისივე თქმით, ცხოვრებაში არსებობს ბუმერანგისა და სამართლიანობის პრინციპი.
„რასაც უსურვებ სხვას, იგივე დაგიბრუნდება შენ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, სულ რაღაც 2 წლის წინ, წელიწადნახევრის წინ, როდესაც მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, სხვა ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელები, აქაური ელჩები პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ დაეცვათ გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლებას უწოდებდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას პოლიციელის წინააღმდეგ, პიროტექნიკის, ქვების სროლას პოლიციელის წინააღმდეგ, შეურაცხყოფას და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც პოლიციელები უბრალოდ იდგნენ. თუ ეს გამოხატვის თავისუფლება დასაცავი იყო, მაშინ ახლა რა ხდება საფრანგეთის, იტალიის, ალბანეთის ქალაქებში, არამარტო - ბელგიაში და ბევრ ქვეყანაში? პოლიციელები იქ კი არ დგანან და ძალადობრივი აქციის მონაწილეები პიროტექნიკას კი არ ესვრიან, არამედ პოლიციელები იქ თავპირს ამტვრევენ ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაც მოიყვანა, რომ „საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის“.
„კითხვა გვაქვს - ძალადობის ადგილი საფრანგეთში არ არის, მაგრამ საქართველოში რატომ არის?! ასეთია მათი „პარტნიორული ხედვა“ საქართველოსთან მიმართებით, თუ - კოლონიალურია?
რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით წერილებში წლების განმავლობაში, მათ შორის 3-4 წლის წინ, რომ ხედვა არ ჰქონდათ პარტნიორული, არამედ კოლონიალური, ვასალური დამოკიდებულება ჰქონდათ - აი, ეს პროცესები ვითარდება ახლა. შეუძლიათ [თქვან], მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ ის, რაც გვინდოდა თქვენთვის, გამოგვივიდა ჩვენთვის!“ - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, არამარტო საფრანგეთის პრეზიდენტი, არამედ ევროკავშირის ძალიან ბევრი წევრი ქვეყნის ხელისუფლება არ წარმოადგენს მათივე ქვეყნების საზოგადოებების უმრავლესობის ინტერესებს და ეს გამოკითხვებშიც ჩანს. მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ისინი არიან ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები.
„საფრანგეთის მრავალ ქალაქში კომენდანტის საათია, იმდენად ვეღარ აკონტროლებენ. კომენდანტის საათი საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს იყო ბოლოს აქციებთან დაკავშირებით. 9 აპრილის შემდეგ აღარ ყოფილა. საფრანგეთის უამრავ ქალაქშია ახლა კომენდანტის საათი.
კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ საფრანგეთში დემოკრატია უკან მიდის და შავი დღე გაუთენდა საფრანგეთის დემოკრატიას?! ესაა რეალობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
1792951792
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, შუახევის სოფელ ხიჭაურში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიერ ახალნათელღებულთა დალოცვის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიერ...
1792950612
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოვიდნენ ასპარეზზე
„კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოვიდნენ ასპარეზზე“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ი...
1792948656
მსოფლიო„შევთანხმდე მათთან თუ საბოლოოდ გავანადგურო? - დონალდ ტრამპი ირანზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. „შევთანხმდე მათთან თუ საბოლოოდ გავანადგურო?“ ეს ერთადერთი კითხვაა. ახლა ჰორმუზის სრუტეს ჩვ...
1792946916
ახალი ამბებივლადიმერ პუტინი: ევროპაში არეულობის ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულება ევროპელი ლიდერების სისუსტეზე მეტყველებს
ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ევროპაში არეულობის ორგანიზებას ახდენს, ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტეზე და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების მათ უუნარობაზე მეტყველებს, - ამ...
1792944494
ახალი ამბებიდედაქალაქმა გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლა
დედაქალაქში პირველად ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომი...































