მარინ ლე პენი: უნდა აღვადგინოთ ჩვენი კონსტიტუციის სრული ძალა, არცერთი ტექსტი, არცერთი უფლებამოსილება, არცერთი უცხოური, თუნდაც ევროპული, არ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთში „რენესანსი“ მოხდება.

მისი თქმით, ულტრამემარჯვენეები თუ გაიმარჯვებენ, ქვეყანას უფრო მეტი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და კრეატიულობა ელოდება.

„რენესანსი არის ნება, რომ ჩვენი ისტორიიდან გამოვიტანოთ მასალები, ღირებულებები, პრინციპები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მომავალი, ჩვენი მომავალი. ეს არის ამბიცია, რომ მომავალი დრო პოლიტიკური, ეკონომიკური, მხატვრული, არქიტექტურული და ლიტერატურული შემოქმედების ახალ ეპოქად ვაქციოთ.

რენესანსის მსგავსად, ის, რასაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვთავაზობთ, არ არის წარსულში დაბრუნება, არამედ ახალი ეპოქის, თავისუფლების ეპოქის, შემოქმედებითი სიცოცხლისუნარიანობის ეპოქის დადგომა, რათა საფრანგეთი სრულად ინტეგრირდეს მესამე ათასწლეულში, აღდგეს მისი ძალაუფლება, მისი სიდიადე და გავლენა“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

ორლეანში „ეროვნული გაერთიანების“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ლე პენმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი მოტივაცია საფრანგეთის აღდგენა და ფრანგი ხალხის ბედნიერებაა. ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ პირობას დებს, საფრანგეთის მმართველობის წესში ცვლილებებს შეიტანს და რეფერენდუმებისა და პროპორციული წარმომადგენლობის უფრო ფართოდ გამოყენებას დაუჭერს მხარს.

„ძალაუფლება თუ გვინდა, ეს ჩვენთვის კი არა, ხალხისთვის უნდა იყოს“, - აღნიშნა ლე პენმა.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს „მშვიდობის ერად“ აქცევს და უარს იტყვის „ომებზე, რომლებიც საფრანგეთის არ არის“. ამასთან, ლე პენმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის კონსტიტუციაზე მაღლა ვერაფერი დადგება.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი კონსტიტუციის სრული ღირებულება და ძალა, მისი, როგორც ფრანგი ხალხის ფუნდამენტური კანონის აღდგენით. არცერთი ტექსტი, არცერთი უფლებამოსილება და რა თქმა უნდა, არცერთი უცხოური, თუნდაც ევროპული, არ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა.

საფრანგეთის მოქალაქეობა კვლავ გახდება მემკვიდრეობით მიღებული ან მოპოვებული პრივილეგია, რომელსაც ყველა მოქალაქისთვის, მათი წარმომავლობის, კანის ფერის ან რელიგიის მიუხედავად, მიენიჭება ახალი უფლება – ეროვნული პრიორიტეტი“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792948656

მსოფლიო

„შევთანხმდე მათთან თუ საბოლოოდ გავანადგურო? - დონალდ ტრამპი ირანზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. „შევთანხმდე მათთან თუ საბოლოოდ გავანადგურო?“ ეს ერთადერთი კითხვაა. ახლა ჰორმუზის სრუტეს ჩვ...

ტრამპიტრამპი

1792946916

ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი: ევროპაში არეულობის ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულება ევროპელი ლიდერების სისუსტეზე მეტყველებს

ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ევროპაში არეულობის ორგანიზებას ახდენს, ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტეზე და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების მათ უუნარობაზე მეტყველებს, - ამ...

პუტინი პუტინი პუტინი

1792944494

ახალი ამბები

დედაქალაქმა გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლა

დედაქალაქში პირველად ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომი...

 გულსართიანი ცომეული

1792943482

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სხალთის ეპარქიაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის...

შალვა პაპუაშვილი

1792942187

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით, შეგვიძლია, დედაეკლესიასთან ერთად ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია

„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ზემო აჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, დღეს მართლაც ზეიმით არის აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი დედაეკლესიის...

მიხეილ ყაველაშვილი