არჩილ გორდულაძე: თვითონ იციან ძალიან კარგად როგორი რეჟიმიც არსებობდა 2004-2012 წლებში, იციან რა ძალა არის ეს და ამ ძალასთან ერთად კოალიციას ქმნიან, არა თუ მყისიერად ემიჯნებიან

„თვითონ იციან ძალიან კარგად როგორი რეჟიმიც არსებობდა 2004-2012 წლებში, იციან რა ძალა არის ეს და ამ ძალასთან ერთად კოალიციას ქმნიან. არა თუ მყისიერად ემიჯნებიან, წლების შემდეგ დადასტურებული ფაქტები რომ იციან, არამედ მათთან ერთად კოალიციას ქმნიან, მათთან ერთად ცდილობენ, რომ გარე დავალების მიმცემებთან იარონ, მათი ინსტრუქტაჟი მოისმინონ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო წერილი მისწერეს ჯოზეფ ბორელს, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებს ითხოვდნენ.

„საერთო მოღალატეობრივი წერილი მისწერეს ბორელს, სადაც პირდაპირ უწერიათ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ არჩევნებში გამარჯვება, ამიტომ თქვენ სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან და შესაბამისად ქართველ ხალხთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეთო და დასანქცირებები მოითხოვეთო. სახელმწიფოს კი არ გადაუხადოთ თანხა, სამართლებრივი დახმარება მას კი არ გაუწიოთ, არამედ ლომჯარიას, კაპიტან გიგაურს, სხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცით 120 მილიონიო. როცა ამ ყველაფერს ესენი აკეთებენ ცალ-ცალკე თუ ერთად, ყველა ქმედება მათ მიემართებათ ერთობლივად, როგორც არაკონსტიტუციური ქმედებები.

მათი ქმედებები ბოლო წლებში და ახლაც, შეუძლებელია არ შევაფასოთ როგორც არაკონსტიტუციური, მაგრამ გვაქვს ვალდებულება, რომ სამართლებრივად შეფასდეს 2004-2012 წლების. თავისთავად აღებული 2012 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მათი ნამოქმედარი არაკონსტიტუციურია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არაკონსტიტუციურს ხდის ყველაფერს, როდესაც აქ საუბარია სისტემური და სისტემატური წამების, სისტემის და რეჟიმის შემქმნელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციის შექმნაზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792942187

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით, შეგვიძლია, დედაეკლესიასთან ერთად ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია

„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ზემო აჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, დღეს მართლაც ზეიმით არის აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი დედაეკლესიის...

მიხეილ ყაველაშვილი

1792941884

ახალი ამბები

შიო მესამე: დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით

გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს. გილოცავთ ახალ ნათელღებულნო ჩვენო საყვარელო აჭარლებო, ნათლიებო, მშობლებო. ყველას მოგესალმებით და გილოცავთ დიდი სიყვარულით, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამ...

შიო მესამე

1792940543

ახალი ამბები

შიო მესამე: ზემო აჭარაში მოინათლა 1 300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც, ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია

დღეს, ზემო აჭარაში მოინათლა 1 300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც, ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია, რადგან საეკლესიო საიდუმლოებები შეუძლებელია, სრულდებოდეს...

შიო მესამე:

1792937820

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს ამხელს. მისი შეფ...

თამთა მეგრელიშვილი

1792936203

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციებზე: ამ ახალგაზრდებს რომ უსწორდებიან ხელკეტებით, როგორი ცემა-ტყეპა გამართეს, არ ინდობენ არც ქალს, არც მოხუცს, ამაზე რომელიმე ევროპარლამენტარმა ხმა ამოიღო?

ამ ახალგაზრდებს რომ უსწორდებიან ხელკეტებით, როგორი ცემა-ტყეპა გამართეს, არ ინდობენ არც ქალს, არც მოხუცს, ამაზე რომელიმე ევროპარლამენტარმა ხმა ამოიღო? რომელიმე ევროჩინოვნიკმა ხმა ამოიღო? არა, მაგრამ სა...

ირაკლი ზარქუა